USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Tbilisi
ილიას ბაღში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო, სახელწოდებით „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, გაიმართა
Date:  587
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ილიას ბაღში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო, სახელწოდებით „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, გაიმართა.
 
ღონისძიება ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ გახსნეს.
 
ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობის დაფასებასა და მომავალი თაობისთვის იმ ადამიანების ღვაწლის გაცნობას, რომლებმაც ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეს.
 
საღამოზე მოწვეულმა მსახიობებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, მინისპექტაკლით საქართველოს წარსულისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია წარმოადგინეს. ხაზი გაესვა მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების ფონზე დამოუკიდებლობისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
 
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მოწვეულ სტუმრებს. ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არცთუ ისე მარტივი პერიოდი გაიარა. ახლაც ძალიან საპასუხისმგებლო და რთული ეტაპია საქართველოსთვის, რომელსაც დიდი სიფრთხილით და სწორი ნაბიჯებით გავდივართ“, - განაცხადა დავით მაქაცარიამ.
 
საღამო ანსამბლ „რუსთავისა“ და ქართველი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.
 
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რაიონის მოსახლეობა და რაიონის საჯარო სკოლების მედალოსანი მოსწავლეები ესწრებოდნენ.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way