ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძიუდოსიტმა ფინალში, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე, რუსი მეტოქე მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა.
მან საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
გურამ თუშიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა - ფინალში ის ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან დამარცხდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.
„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.