USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Тбилиси
ილია მეორე: რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა
дата:  768

რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა. პატრიარქმა მრევლს წმინდა ილია მართლის დღესასწაული მიულოცა.

უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე,- აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებისას.

„დღეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე უნდა გადასცეს ახალგაზრდებს.

ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამასა და დედასა თვისსა, უფროსს თაობას, რათა დღეგრძელი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და მსოფლიოს მფარველი. უფალმა გაკურთხოთ ერი თვისი მშვიდობით. გაიხარეთ ორთავე სოფელსა შინა“, - განაცხადა პატრიარქმა.

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати