USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Tbilisi
ილია მეორე: დღეს წირვის დროს მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა
Date:  935

წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა, - ამის შესახებ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადდა.

პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

„წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული ლოცვა, რომ მე მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა. დიდება და მადლობა უფალს. მშვიდობით დამთავრდა წირვა“, - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, წმინდა ნინო არის საქართველოში მოციქულთა ლოცვის გამგრძელებელი. წმინდა ნინო არის საოცარი საწაულთმოქმედი და საქართველოს მფარველი.

„გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს დღესასწაულს. ვთქვათ ერთად ტროპარი წმინდა ნინოსი: ,,სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის” წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება. წმინდა ნინო არის მოციქულების ლოცვის გამგრძელებელი; წმინდა ნინო არის საოცარი სასწაულთქმოქმედი; ჩვენ ყველაფერს გვიკეთებს წმინდა ნინო და ჩვენ ვმადლობთ მას. წმინდა ნინოს დღესასწაული ორჯერაა წელიწადში. ერთი ზამთარში და ერთი გაზაფხულზე დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი! დღეს მთელ საქართველოში აღავლენენ ლოცვებს წმინდა ნინოზე, ჯგუფი წამოვიდა წმინდა ნინოს გზაზე, ღმერთმა მშვიდობით მოიყვანოს. წმინდა ნინო განსაკუთრებით მფარველია. მე მინდა მოგიყვეთ, გაგახსენოთ ეს შემთხვევა მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი იყო ავადმყოფი და იწვა. ოთახში მეტი არავინ არ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი და თეიმურაზი მეუბნება მე: - ირაკლი! -რა მეთქი? -და შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. -ვინა მეთქი -და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო. სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. ასე რომ, წმინდა ნინო მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. აი დღეს, როცა ასეთი რთული პერიოდია, როცა უჭირს ხალხს სულიერად, სთხოვეთ: წმინდაო ნინო, მოციქულთასწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ჩვენთან არს ღმერთი დალოცვილი და გახარებული იყავით, წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს! ამინ!“-განაცხადა პატრიარქმა.

World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way