USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ილია მეორე -ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას
თარიღი:  1647

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში შეკრებილ მრევლს მიმართა. მან მოსახლეობას კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ურთულეს დროშიც ეკლესიას ვერ მოერევიან „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“.

„ეს არის უდიდესი დღესასწაული. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე, ერთი მათგანი მთიულეთშია, კობაიძეების სამფლობელოში, ჩირიხში. ვულოცავ კობაიძეებს ტაძრის დღესასწაულს.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო აქ წაკითხული სახარება უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კარდახშულთა, ე.ი. კარი დაკეტილი იყო და იმ დაკეტილი კარით შევიდა მაცხოვარი და უთხრა „მშვიდობა თქვენთანა, მიიღეთ სულიწმინდა“. უფალი ჩვენც მოგვმართავს, მიიღეთ სული წმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად. არ იყო თომა მოციქული მათთანა და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს, ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი; და თომამ უთხა: „უკეთუ არა ვიხილავ სამსჭვალთა, არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალსა ზედა ხელისა მისისა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს“. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადა, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს მეც გამომეცხადეო. 8 დღის შემდეგ გამოეცხადა. ისევ შევიდა კარდახშულთა და გამოეცხადა უფალი. პირდაპირ მიმართა თომას: „აჰა, დასდევ ხელი შენი გვედსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გწამდეს!“ დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა უფალო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმიდისა ჩვენთანაა“, - ბრძანა პატრიარქმა.

მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

„ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამისი საშუალება. კიდევ მნიშვნელოვანი არის იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ის ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევსწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინეპოლის ეკლესიას ამ დიდი წყალობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ. თქვენ დაგირიგდებათ არტოსი, ეს წმინდა პური და გაუფრთხილდით, წლის განმავლობაში უნდა მიიღოთ“, - განაცხადა პატრიარქმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის