USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
ილია მეორე - საქართველოვ, ძალიან მიყვარხარ!
Date:  1854

სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი... გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, - გიხაროდეთ!

მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან

ქრისტე აღდგა!

აქებდით მასმართალნი ქვეყანისანი, - მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა... ყოველი სული აქებდით უფალსა(ფსალმ. 148,11-12; 150,6).

რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა  განდგომამ როგორც ადამიანებისთვის, ისე მათდამი, ღვთის განგებით, დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსათვის, შედეგად მოიტანა ხრწნადობა,  რადგან შემოხდა სოფლად ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი.

ცოდვაც და სიკვდილიც ბოროტების გამოვლინებაა და დაცემის შედეგი. მათი ბატონობა ათასწლეულთა მანძილზე გაგრძელდა, ვიდრე ამქვეყნად არ მოევლინა  ძე ღვთისა, რომელმაც თავის ადამიანურ ბუნებაში დაამარცხა კაცთა ყველა ნაკლოვანება,ყველაცოდვის მიზეზი და პიროვნული სრულყოფილებით მოკლა სიკვდილი;

მან მთელი ქვეყნიერება  სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა და თითოეულ ჩვენგანს გამოუწოდა ხელი დახმარებისა, რომ ჩვენც შევძლოთ ჩვენს პიროვნულ ცოდვათა დაძლევა, საღვთო მადლის შეძენა და  სიკვდილზე გამარჯვების მოპოვება.

მაცხოვარმა ჩვენს ყოფას სხვა აზრი მისცა. მანამდე  ნებისმიერი ადამიანისიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა, მათ შორის, ძველი აღთქმის წმინდანნიც. აღდგომის დღემ კი გამორჩეული ბრწყინვალება შესძინა ჩვენს ყოველ სათნო სიტყვასა და აზრს, ყოველ კეთილ საქმესა და მოქმედებას, სხვა სიმაღლეზე ავიდა სათნოებანი და ყოველივე ეს ჩვენს საგზლად იქცა ღვთის წინაშე.

ამიტომაც, ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება დათესა და  წუთისოფელი დაამძიმა და დაამახინჯა.

ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა.

ამიტომაც ქრისტესთან, მეორე ადამთან,  მეორედ შობით (ნათლობით) დაკავშირებულიპიროვნება კვლავაც საჭიროებს ცოდვათაგან გათავისუფლებას და სულიერ შეწევნას, რაც ეკლესიაშიხორციელდება.

ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა; ქრისტეს ეკლესია კი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია; ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია. 

აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, - წმინდა ზიარებით.

ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს.

წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად.

მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს.

მისი წინა სახე ძველ აღთქმაში იყო ზეციური მანანა.

როგორც ცნობილია, იგი ებრაელთა ერს,ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, რწმენაში განსამტკიცებლად ღვთისგან საკვებად ყოველდღიურად ეძლეოდა; რომ არ ყოფილიყო ზეციური მანანა, 40 წლის მანძილზე ყამირ და მოუსავლიან გზებზე მავალიამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა.

როგორც მანანას გარეშე რჩეული ერი წმინდა მიწამდე ვერ მიაღწევდა და იქ ვერ დაემკვიდრებოდა, ასევე აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს, რადგან ცოდვასა და სიკვდილს მარტო ვერ სძლევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება.

ამიტომაც  ბრძანებს უფალი: „მე ვარ პური სიცოცხლისა, თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ, ხოლო მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გარდამოვედი... პური რომელსაც მე გავცემ, ჩემი სხეულია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავცემ ...ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში ... ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება და მე მასში“ (ინ. 6. 48,58)

ეს საკვირველი სინამდვილე ყოველ წირვაზე აღესრულება და მაცხოვარი, რომელმაც „ერთგზის შესწირა თავი ჩვენთვის.., მარადის დაიკვლის განმწმენდელად მიმღებელთა თვისთა,“ რათა შთაგვბეროს სული ცხოველი ამაღორძინებელი და ზეცასთან დამაკავშირებელი.

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ მართალთათვის სიკვდილის საკვრელნი აღარ არსებობს. ამ დღეს მაცხოვარმა თავად მოიხილაჯოჯოხეთი და იქიდან ამოიყვანა ადამი და ევა, ასევე სხვადასხვა დროს გარდაცვლილ ძველაღთქმისეულ მართალთა სულნიდა ღვთის საუფლოში დაამკვიდრა ისინი.რაც შეეხება ახალი აღთქმის მართალთ, ანუ ღვთისსათნო ქრისტიანებს, ისინი გარდაცვალებისთანავე  სრულიად ახალ, მადლითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას იწყებენ უფლის სავანეებში.

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებითთქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ გარდაიცვალებასიკვდილიდან სიცოცხლეში“(ინ.5,24),-ბრძანებს მაცხოვარი.

თუმცა სრული ნეტარებისთვის და დაცემამდელი მდგომარეობის მისაღწევად აუცილებელია, სულმა თავისი სხეულიც შეიმოსოს.

ჩვენ ვიცით, რომ „როგორც ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, ასევე აღადგენს ყველა მისიანს“ (I კორინ. 15,23), ოღონდ მეორედ მოსვლის შემდეგ და ეს ჟამი ყველასთვის ერთდროულად დადგება; პირველმშობლების დროიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყნის აღსრულებამდე მყოფნი ღვთისასთნო სულნი სულიერ სხეულს შეიმოსავენ და სრული სიხარულით ყველა ერთად განიხარებს (ებრ. 11,40); ცოდვილნიც შეიმოსავენ უხრწნელ სხეულს, ოღონდ მარადიული ტანჯვისთვის.

საყოველთაო აღდგომით, ვიბრუნებთ რა უკვდავ ცხოვრებას,ვიძენთ სრულყოფილ ერთობას ჩვენს ახლობლებთანაც, რომელთანაც სიკვდილმა გაგვყარა, ვიძენთ სრულყოფილ კავშირს ღმერთთან და წმინდანთა დასთან.

ამიტომაც ბრძანებს იესო ქრისტე „ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს (ანუ ზიარებით მადლის მიმღებს) საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს ... და ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს“ (ინ. 6.56,58).

ასეთი ენით გამოუთქმელი საღვთო სიხარული მოგვანიჭა აღდგომის დღემ და იქცა იგი ჩვენთვის დღესასწაულთა დღესასწაულად, ზეიმთა ზეიმად;

ყოველი კვირა დღეც მის სიხარულს ატარებს და ცისკრის ჟამზე მონაცვლეობით იკითხებააღდგომასთან დაკავშირებული 11 ამონარიდი ოთხი სახარებიდან. ამასთან, აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მთელი წლის მოძრავი საეკლესიო დღესასწაულების ციკლს.

განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს,რა თქმა უნდა, უფერულდება ის განსაცდელიც, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს. 

უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან, სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა.

ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.

უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა.

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს,მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.

გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი; ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი... და ტაჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ.

ჩვენი ძმების უმრავლესობა, ზეაღმატებული სიყვარულისა და ძმათმოყვარეობის გამო, თავს არ ზოგავდა, უშიშრად ემსახურებოდა სნეულებს. მრავალი მათგანი, ვინც ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონაც დასნეულდა და გარდაიცვალა. ამგვარად ტოვებდნენ მიწიერ ცხოვრებას ჩვენს შორის საუკეთესონი. ღვთისმოსაობისა და რწმენის გამო ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია“ (გვ.314-315).

ამგვარი სულისკვეთება ქრისტიანისათვის ახლობელია; თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს,  რომ არ განვცადოთ უფალი; ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია. მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული. ეს კი ლოცვით და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით,-ანუ რწმენით მიიღწევა.

რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესს. იგი ღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც, თუ მოვინდომებთ და ვიღვაწებთ. შევნიშნავთ იმასაც, რომ არ არის სწორი, მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი (ან მცირედმორწუნენი)  დაადანაშაულოს და პირიქით.

რწმენას უდიდესი ძალა აქვს და სულ სხვა შესაძლებლობებს ავლენს ადამიანში; გავიხსენოთ სახარება, როდესაც გალილეის ზღვაზე იესო გამოეცხადა მოციქულებს, უფლის მოწოდებაზე,- მასთან მისულიყო,პეტრეს ისეთი რწმენა დაეუფლა, რომ წყალზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა, მაგრამ როგორც კი ეჭვი შეეპარა თავის შესაძლებლობებში და შეშინდა, მაშინვე დანთქმა დაიწყო, თუმცა, თხოვნის გამო, უფალმა იგი ისევ შეიწყალა და რწმენაში გააძლიერა.

გავიხსენოთ ისიც, განკურნების მთხოვნელს უფალი  ეკითხება: სწამს თუ არა, რომ შესაძლებელია იმის აღსრულება ღვთისგან, რასაც ითხოვს და როცა იღებს დადებით პასუხს, დასძენს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაშენ“. ამიტომაც გვარიგებს მოციქული: „ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მთ. 21,22).

მთელი წმინდა წერილი რწმენაზეა დაფუძნებულიდა აქ აღწერილი ამბებიც ურწმუნოებაზე რწმენის გამარჯვებას გვამცნობს, ოღონდ „ქრისტეში ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე (იაკ. 2,26). 

„ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ.2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა  მშვიდობის საკვრელით“ (ეფეს.4,3); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“(ეფეს.6,16) „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ (ებრ.11,6). 

მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.

არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც  წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა  მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.

მინდა ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ.

ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

ვლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემაულეთ, იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს; ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ.

ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე ვულოცავთ ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ლეკებს, და ყოველ მკვიდრს საქართველოისა. 

ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს.

ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულისკარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი,-მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი, -  სამართალსა, მოკვდავნი, - უკვდავებასა.

დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართალანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღაღადებთ:

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

საქართველოვ, ძალიან მიყვარხარ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

 

18 აპრილი,  2020 წ.

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way