USD 2.6830
EUR 3.1984
RUB 3.4713
Тбилиси
ილია მეორე - განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება
дата:  1474

ბოდბის მონასტერში საკვირაო მსახურება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღავლინეს. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, გაამხნევა და უთხრა, რომ მწუხარებას სიხარული შეცვლის.

"განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება", - ბრძანა უწმინდესმა.

ილია მეორემ ასევე, წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი მოილოცა.

მონასტრის ტერიტორიაზე მორწმუნეები ლოცვას, ტაძრის ეზოში დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდნენ და დისტანციის დაცვით იდგნენ.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати