USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ილია დარჩიაშვილი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია
Date:  455

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი ცივი ომის შემდეგ სუვერენული ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პირველი მცდელობა იყო. 15 წელზე მეტია უკვე რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - უკანონო ოკუპაციას. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა.

ხალხი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი მავთულხლართებით კილომეტრებით არიან იზოლირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავი ადგილებისგან, წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, ძირითადი საჭიროებებისადმი წვდომა.

უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

ცოტა ხნის წინ, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან მკვლელობა, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way