USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ილია ჭავჭავაძე - რა ხერხით და ოინბაზობით იქცევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ თავისი გაიყვანონ
თარიღი:  806

"ყველასაგან ცნობილია, რომ ჭოროხის ხეობა ძელად-ძველიდამვე

შეადგენს ნაწილს ზემოქართლისას, საცა ბოლოს ხანებში სამცხე-საათაბაგო იყო.

სომხეთის მწერლები-კი ემინი, ხუდაბაშოვი, ერიცოვი სწორედ ამ ადგილებს გვეცილებიან და ამტკიცებენ, რომ მტკვრის სათავის ადგილები, მთელი ჭოროხის ხეობა - დიდს სომხეთს ეკუთვნოდნენო. თითქმის ერთის სახტომის ადგილს-ღა გვარჩენენ. ამ მოწყალებისათვის მადლობელნი ვართ, მაგრამ იმას რაღას ეუბნებიან, რომ მთელ იმ ადგილებს, რომელსაც გვედავებიან, ქრისტეს წინა ხანებიდამ დღვანდლამდე ქართული სახელები შერჩანია. მაგალითებრ, ჭოროხის ხეობაში: კლარჯეთი, ლიგანისხევი, ტაოს-კარი, შავშეთი, აჭარა და მტკვრის სათავეში: კოლა, არტაანი, ერუშეთი, სამცხე და ჯავახეთი. ამ ადგილებში მეშვიდე თუ მერვე საუკუნიდამ მეთოთხმეტე საუკუნემდე ქართველებს ტაძრები და მონასტრები უშენებიათ, რომელნიც დღესაც არიან, მაგალითებრ, კოლაში - დადეშისა, არტაანში - ნაქალაქევის, სამცხეში - აწყურისა, ზარზმისა, საფარისა, ჯავახეთში - წყაროსთავისა,

შავშეთში - ტბეთისა, კლარჯეთში - ხახულისა, აჭარაში - სხალტბისა და სხვანი და სხვანი.

ვთქვათ, ეს აშკარა და უტყუარი ღაღადი ადგილების სახელებისა, მონასტრების და ტაძრების ზედწარწერებისა - ეს მართალა-და ქვების პიდაპირი და უკუუთქმელი მოწმობა “ჩოტკში” ჩასაგდები არ არის, ვთქვათ ყოველივე ეს საბუთად მოსატანი არ არის. ევროპიელ მეცნიერს სენ-მარტენს რაღას ეტყვიან, იმ სენ-მარტენს, რომელიც ცნობილია ვითარცა კაცი უფრო მწყალობელი სომხებისა, ვიდრე ქართველებისა, და რომელიც ხშირად მოჰყავთ სომეხთა მწიგნობართ, როცა ქართველების ავად ხსნება
და სახელის გატეხა ჰსურთ იმისის მოწმობითა. ეს ამისთანა სომეხთა მომხრე კაციცკი ამტყუნებს, ამ შემთხვევაში სომეხთა მწიგნობართა და ამტკიცებს, რომ იგი სერი მთებისა, რომელიც ჭოროხისა, მტკვრისა, ეფრატისა და არაქსის წყალგამყრელია, მუდამი საზღვარი იყო ქართველთა და სომეხთ შორისაო. ამ სახით ჭოროხის ხეობასა და მტკვრის სათავეებში სულ მთლად ხელს აბანინებს სომხებსა.

ყოველ ამისდა მიუხედავად, სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და ბინას იკეთებენ იქ, სადაც არა ჰქონიათ. განა აშკარა არ არის, რომ ამ ცუღლუტურ მეცნიერობით სწადიანთ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა... ჩვენ არც იმისთვის გავაბით ეს ლაპარაკი, რომ ჩვენი აზრი ამ საგანზე გადაწყვეტილად მიგვეჩნია. იქნება სომეხთა მეცნიერთა სიზმარნი ცხადნი იყვნენ, იქნება იგი ქვეყნები მართლა იმათი კუთვნილია. ჩვენ მხოლოდ ის გვინოდა გვეთქვა - რა ხერხით და ოინბაზობით იქცევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ თავისი გაიყვანონ. ისინი ამ შემთხვევაში არაფერს ჰთაკილობენ, თავისას რომ ამბობენ - სხვისას ჰმალავენ. მთელი ეს ერიცოვები, ხუდაბაშოვები, ემინები და სხვანი ამისთანები რომ გადასინჯოთ, დაინახავთ, რომ თავიანთი ნათქვამი და ნაკვლევი ბაჯაღლო ოქროდ მიაჩნიათ და სხვისა-კი, თუ ანგარიშში არ მოდით, ერთ ყალბ ფლურადაც არა"

ილია ჭავჭავაძე. ქვათა ღაღადი.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის