USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
Тбилиси
ილია II-ის წერილი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს, სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო
дата:  360
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს,
უნეტარეს იოანე X-ს
თქვენო უნეტარესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რამაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა.
ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს, გიცხადებთ სოლიდარობას და, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მსგავს ბოროტებას აღარ დაუშვებს.
ამასთან, გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ თქვენს სამწყსოს, გარდაცვლილი და დაზარალებული ბავშვების, ქალების, ცალკეული მოქალაქეების ოჯახებს და, საერთოდ, სირიელ ხალხს.
აღვავლენთ ლოცვებს უდანაშაულო მსხვერპლთათვის და მშვიდობისათვის სირიასა და მთელ მსოფლიოში.
ქრისტესმიერი სიყვარულით
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქიმიმართვა
13.03.2025
 
Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати