USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
ილია II - შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს
Date:  1433

შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. ადამიანმა უნდა იფიქროს, მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა, - ამის შესახებ პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„ერთი შემთხვევა იყო, სტუდენტებმა მოიტანეს სასულიერო აკადემიაში ფილმი და დარბაზში აჩვენებდნენ. მრავალი სტუდენტი დაავადებული იყო გრიპით, მაგრამ მაინც წავიდნენ იმ დარბაზში, კინოდარბაზში და უყურებდნენ იმ ფილმს. მე სიცხე მქონდა და ვერ წავედი. დიდი დარბაზი იყო, იქ ვიწექით, დავრჩით ორი სტუდენტი და საოცარი რამ მოხდა, მე კარგად ვიცნობდი ამ სტუდენტს, ამიტანა შიშმა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, რის შიში გაქვს, რატომ გეშინია? - მეშინოდა იმ სტუდენტისა და მკითხა, თერმომეტრი სად არისო, მე ვუჩვენე და სულ ვნატრობდი, რომ სტუდენტები, რომლებიც მელოდებოდნენ მოვიდნენ-მეთქი. მოვიდნენ და დავმშვიდდი. დილაზე რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი არ იყო ადგილზე. კორიდორი იყო, სადაც იყო ჩამოკიდებული პალტოები, გავიდა სტუდენტი იმ კორიდორში და საშინელება ნახა, ის სტუდენტი, რომლისაც მე მეშინოდა, პალტოების დასაკიდებელზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ე.ი. მას ყავდა დაპატრონებული ეშმაკი და ეშმაკი მაშინებდა მე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი, რომ ჰკითხო რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის. ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო. იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი... ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორც კი ესეთი აზრი მოვა, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ ტერენტი გრანელი რას ამბობს? გალაკტიონშიაო დემონიო და ჩემში - ანგელოზიო.

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს რთულ დროს, უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი და ნახშირი საკმეველი და აუცილებლად ყოველ დღე უნდა ასხუროთ თქვენს საწოლს, თქვენს ოთახს და ეზოს ნაკურთხი წყალი”,- აღნიშნა პატრიარქმა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way