USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ილჰამ ალიევმა პუტინს სახლში უმასპინძლა
дата:  412

ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანშია. რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევმა სახლში უმასპინძლეს. რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში გუშინ ჩავიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში განიხილება რუსეთ - აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშროლობის და სამოკავშირეო ურთიერთობების საკითხები, ასევე აქტუალური და რეგიონული პრობლემები. გაფორმდება რამდენიმე დოკუმენტიც.

აღსანიშნავია, რომ ეს 2018 წლის შემდეგ პუტინის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати