აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა დაადასტურა.
„ალიევი, სამწუხაროდ, არ ჩამოვა, რასაც იმით ხსნიან, რომ შიდა ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც ჰეიდარ ალიევს ეძღვნება”, - აღნიშნა უშაკოვმა. მოსკოვში ვიზიტი გააუქმა ლაოსის პრეზიდენტმა თონგლუნ სისულითმაც, რომელიც კორონავირუსით დაავადდა.