USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ილჰამ ალიევი: თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის არმიას მთლიანად გავანადგურებთ
Date:  868

თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელს არმიას გავანადგურებთ, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა Haber Türk-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რომ შევაფასოთ ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული? ეს ფულით იყიდე? - არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა, ყველამ იცის. თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელს არმიას გავანადგურებთ! ამიტომაც, რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტანკსა და ქვემეხს შეინარჩუნებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? - არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? - არა. ამიტომ ნურავინ დაგვადანაშაულებს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

https://www.trend.az/

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way