USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას ემუქრება და საკუთარი ნებით ბაქოსთვის ჩაბარებას ურჩევს
თარიღი:  564

სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობენ. 25 მაისს, პუტინის მიწვევით, მოსკოვში ფაშინიანსა და ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ.22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს. ფაშინიანის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებას, სომხეთსა და მთიან-ყარაბაღში უკმაყოფილება მოჰყვა.

გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც იგი , მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებას დაემუქრა და მათ საკუთარი ნებით ბაქოსთვის ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას შეპირდა.

“თითქოს მათ ყავთ “პარლამენტი”, თითქოს ჰყავთ პრეზიდენტი, მინისტრი, ეს ყველაფერი სასაცილოა. ჩვენ უბრალოდ მოთმინებას ვიჩენთ. თუმცა, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ამ რეგიონში ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება შეგვიძლია. ამიტომაც, “პარლამენტი” უნდა იყოს დათხოვნილი, ელემენტი კი, რომელიც საკუთარ თავს “პრეზიდენტს” უწოდებს, უნდა ჩაგვბარდეს, ასევე ყველა “მინისტრმა”, “დეპუტატმა” და სხვამ პოსტები უნდა დატოვონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი რაიმე ამნისტიაზე”.

ალიევის განცხადებით, მან რამდენიმეჯერ დელეგაცია გაგზავნა სტეპანაკერტში დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრებზე, შემდეგ კი იგივე დელეგაცია ბაქოში ორჯერ მიიწვია, რაზეც უარი მიიღო.

“მესამედ აღარ მოვიწვევთ. ან თავად ჩამოვლენ და ფიქტიურ თანამდებობებს დატოვებენ და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მისაღებად მოგვმართავენ, ან ნახავენ, რა იქნება. ჩემი სიტყვა საბოლოოა. ამნისტიის შესაძლებლობას ხელიდან უშვებენ. ისევე, როგორც ბევრი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან და ყოველ ჯერზე, თავში რამე უნდა “ჩაგვეცხო” მათთვის, აზრზე რომ მოსულიყვნენ”.

დღეს უკვე მოვლენებმა სახიფათო კუთხით დაიწყეს განვითარება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანულ პოზიციებს სომხეთის არაფორმალურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს, სროლა კი იმ რაიონში იყო, სადაც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული. სომხეთის თავდაცვის უწყებამ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგი დეზინფორმაცია უწოდა.

 

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის