USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ილჰამ ალიევი - რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი, რომ მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება
дата:  1035

რუსეთმა უნდა დაარწმუნოს სომხეთი, რომ მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი რუსეთზე 100%-ით არის დამოკიდებული და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მეტად რუსეთს შეუძლია.

„არავისთვისაა საიდუმლო, რომ სომხეთი რუსეთზე 100 პროცენტით არის დამოკიდებული. რუსეთი მათ უფასო შეიარაღებით უზრუნველყოფს. მსოფლიოში არ არსებობს მეორე ასეთი შემთხვევა, სადაც ერთი ქვეყანა მეორეზე ასე იყოს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ რუსეთს აქვს ბევრი ინსტრუმენტი, უმოკლეს დროში დაარწმუნოს სომხეთი, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ყარაბაღის ტერიტორიიდან გასვლა, რათა ჩვენი ხალხი იქ დაბრუნდეს“,- განაცხადა ალიევმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати