USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ილჰამ ალიევი - რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა ყარაბაღის სტატუსს?
Date:  824

მინდა ერთი საკითხის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემო ძვირფასო ხალხო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ განცხადებაში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ წერია, სად არის სომხური მხარის მოთხოვნები მისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით?- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობის მიმართ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სომხებს ავტონომია შესთავაზა, მათგან უარი მიიღო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მოინდომეს.

„როდესაც მე მათ ავტონომია შევთავაზე, არ დამთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღი „დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ და აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვონ. აქ კი ამაზე ერთი სიტყვაც არ წერია. რა მოხდა? რა მოხდა, ფაშინიან? რა მოუვიდა სტატუსს? ის დასამარდა, გაუჩინარდა, წავიდა და არც არასდროს იქნება, ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ,“- განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვინც მას ყურადღებით წაიკითხავს, მიხვდება, რა დიდი პოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანმა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way