USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
ილჰამ ალიევი - მადლობას ვუხდი პრემიერს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში
თარიღი:  586

თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხში საქართველოს ჩართულობა საჭიროა და მან მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს მზაობისთვის - დახმარება აღმოუჩინოს მათ და საქართველო იყოს ფასილიტატორი.

„სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და ყველა სხვა საკითხზეც, რომლებიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს ფუნდამენტური პრინციპია საერთაშორისო სამართლის. საერთაშორისო სამართლის დარღვევები და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე შეთანხმება და სრული თანხვედრა გვაქვს.

დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გასულ თვეს აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან და იმედი მაქვს ამას მივაღწევთ. ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება - აზერბაიჯანს-სომხეთსა და საქართველოს ჩართულობით. ეს შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა გვაკლდა მეგობრებო, რადგან აზერბაიჯანი ოკუპირებული იყო წლების განმავლობაში და ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას გადაგვედგა ნაბიჯები ნორმალიზებისთვის, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა.

როგორც მოგეხსენებათ დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია არის ფასილიტატორის როლში, ნორმალიზაციის პროცესში. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია, ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ სხვა - ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს და გვთავაზობს ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ ველით იმავეს სომხეთისგანაც და თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, - განაცხადა ალიევმა.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის