USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
ილჰამ ალიევი - ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობამ არაფერი მოგვიტანა
дата:  737

28 წელია საერთაშორისო შუამავლობაში ვართ. ეუთოს მინსკის ჯგუფის „მოქმედება“ სინამდვილეში არის პასიური ფორმა 28 წლის განმავლობაში, 1992 წლიდან და ამ შუამავლობამ არაფერი მოგვიტანა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ აფასებს საფრანგეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა კონფლიქტს აუარესებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი კონფლიქტის სტაბილიზაციას უწყობს ხელს.

„თურქეთი რეგიონში სტაბილურობის დამყარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კუთხით. ყველა ქვეყანა ცდილობს ჰყავდეს პარტნიორი და მოკავშირე და აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი მოხარულია, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, მოკავშირე და ძმა, როგორიც თურქეთია. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ სომხეთი საფრანგეთს საკუთარ მოკავშირედ თვლის და საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად სომხეთს უჭერს მხარს,“- აღნიშნა ალიევმა.

მისივე მტკიცებით, აზერბაიჯანის მიზანი საკუთარი ხალხისა და ტერიტორიის გათავისუფლებაა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати