USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ილჰამ ალიევი - ჩვენ სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადავტეხავთ
თარიღი:  679

სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისგან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ომბუდსმენთან, სერეფ მალკოჩთან შეხვედრაზე გაანცხადა.

მისივე თქმით, სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმები განახორციელა, რაც ომის დანაშაულია.

„ვიცი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განჯაშიც ჩახვალთ. იქ საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ სასტიკ მტერთან გვაქვს საქმე. ისინი ბრძოლის ველზე ვერ გვამარცხებენ და ამის მიღწევას მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვით ცდილობენ. განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაულია. სომხეთის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ამ დანაშაულისთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სომხური ფაშიზმის მტაცებლურ ხასიათს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისგან,” - აღნიშნა ალიევმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის