USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«Bild»: „ექსპერტის თვალსაზრისი დონალდ ტრამპის სტრატეგიაზე უკრაინასთან მიმართებით: „ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება“
дата:  614

არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ექსპერტის თვალსაზრისი დონალდ ტრამპის სტრატეგიაზე  უკრაინასთან მიმართებით: „ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება“. ექსპერტ კარლო მასალას აზრით, სიტუაცია ვითარდება „აპოკალიპტური სცენარის“ მიხედვით: ევროპელებთან და უკრაინელებთან არავინ დალაპარაკებას არ აპირებს - მათ, უბრალოდ, შედეგებთან შეგუება მოუწევთ“.

გთვზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინფორმაციამ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე მსოფლიოში ყურადღების დაძაბვა გამოიწვია:  დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შესაწყვეტად სამშვიდობო მოლაპარაკება უახლოეს ხანში დაიწყება.

შოკისმომგვრელი ფაქტი: არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან. მათ ინფორმაცია მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგეს.

„ბილდის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე პაულ რონცჰაიმერი ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის სავარაუდო შედეგებზე პროფესორ კარლო მასალას - გერმანიის ფედერალური შეიარაღებული ძალების მინჰენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორს ესაუბრება.

„ეს არის აპოკალიპტური სცენარი. მოლაპარაკება გაიმართება უკრაინელებისა და ევროპელების გარეშე. უკრაინის ბედს სხვები გადაწყვეტენ“, - ამბობს ექსპერტი. მისი პროგნოზი ასეთია: „ევროპელების ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნება. მათ მოუწევთ შედეგებს შეეგუონ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იგივე მოუწევს უკრაინასაც“.

როგორც კარლო მასალა თვლის, რუსეთის ლიდერს მიტაცებულ-ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება სურს. ვლადიმერ პუტინს ასევე უნდა აიცილოს დასავლეთის ეკონომიკური ზეწოლა და სანქციების გაუქმება, რათა იგი არავინ აიძულოს კომპრომისზე დათანხმდეს.

„პუტინი ამ კონფლიქტში მოგებულია“

კარლო მასალა კომენტარს უკეთებს დონალდ ტრამპის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებას, რომ ევროპას სამომავლოდ უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მარტო მოუხდება: „ვლადიმერ პუტინი ამერიკელი მინისტრის ასეთ განცხადებას, ალბათ, ტაშით შეხვდა. ეს მისთვის ყველაზე საუკეთესო შედეგია. უკრაინაში რომც განლაგდნენ ევროპული სამშვიდობო ძალები, მოსკოვი ეს ხელს არ შეუშლის - რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთს შეუძლია ისევ თავს დაესხას უკრაინას“.

კარლო მასალას დასკვნით, „პუტინმა ამ კონფლიქტში მოიგო. მან მოახერხა და ამერიკელებს უკრაინა მიატოვებინა“.

„გერმანიას არავინ არაფერს ეკითხება“

მაგრამ თუ პუტინია გამარჯვებული, როგორ შეძლებს ტრამპი აშშ-ის პრესტიჟის შენარჩუნებას ისე, რომ მოლაპარაკების დროს წაგებულად არ გამოიყურებოდეს?

კარლო მასალა განმარტავს: „პიტ ჰეგსეთი ლაპარაკობდა უკრაინის 2014 წლის საზღვრებზე, ანუ დონბასზე და ყირიმზე. ტრამპი პუტინს ასე იოლად არაფერს მისცემს. შესაძლოა, რუსეთი უარს იტყვის სხვა დაკავებული ოლქების [დონბასისა და ყირიმის გარდა] ტერიტორიებზე და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ტრამპს შეუძლია ეს წარმატებად წარმოადგინოს“.

ექსპერტი ასევე კომენტარს უკეთებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან საუბარზე არაფერი არ შეატყობინა გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს და არც თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ბორის პისტორიუსს: „ჩვენ ყურადღება არ მოგვაქციეს. ჩვენ არ გვქონდა ამ ომის სტრატეგია სამი წლის განმავლობაში და არც მერე არ გვექნება, როცა ეს ომი შეწყდება. რა თქმა უნდა, ეს მწარე სინამდვილეა. ეს არის ჩვენი დიდი შეცდომა“.

კარლო მასალა თვლის, რომ დონალდ ტრამპი თავის საკუთარ ხაზს ატარებს - იმისგან დამოუკიდებლა, კარგია თუ არა ეს უკრაინისათვის და ევროპული უსაფრთხოებისათვის“.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს უკრაინაში სტაბილურ მშვიდობა დაამყაროს და არა ისეთი, რომლის დროსაც ნახევარ წელიწადში ისევ საომარი მოქმედებები დაიწყება. უკრაინა ხელს მოაწერს ზავს, მაგრამ არავინ იცის, შეძლბს თუ არა ოდესმე თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. რაც შეეხება ნატოს წევრობას, დონალდ ტრამპმა უკვე თქვა, რომ ეს მიზანშეუწონელია“.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати