USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
თბილისი
„ილ-76“-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამართული გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა
თარიღი:  

ბელგოროდის ოლქში „ილ-76“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

„ყველა ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს, აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ, განზრახ დანაშაულთან“, - განაცხადა გაერო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ შეხვედრაზე.

მისი მტკიცებით, უკრაინა მზადაა, დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გულისთვის, საკუთარი მოქალაქეები მსხვერპლად შესწიროს.

თავის მხრივ, გაერო-ში უკრაინის წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტინა გაიოვიშინმა განაცხადა, რომ უკრაინა არ იყო ინფორმირებული ტყვეების გადასაყვანად გამოყენებული ტრანსპორტის ტიპის შესახებ. „მხოლოდ ეს შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებებზე, საფრთხე შეუქმნას ტყვეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას“, - აღნიშნა კრისტინა გაიოვიშინმა.

„თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, ეს იქნება რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა და ეს იქნება იარაღის ტრანსპორტირების დასაფარად რუსეთის მიერ ჰაერში ცოცხალი ფარის გამოყენების პირველი შემთხვევა“, - აღნიშნა უკრაინის წარმომადგენელმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თვითმფრინავი არასოდეს ჩამოვარდებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გარეშე.

„რუსეთს არაერთხელ უცდია, ამ უაზრო და არაპროვოცირებული ომის ტრაგედიებზე პასუხისმგებლობა სხვებისთვის დაეკისრებინა და წარმოეჩინა, თითქოს ის იყო მსხვერპლი და არა აგრესორი“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, რობერტ ვუდმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც რუსეთის მოთხოვნით გაიმართა, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის მიზეზებზე გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა.

თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის