USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
«DikGAZETE» (თურქეთი): „საფრანგეთო, რა სწრაფად დაივიწყე რუსეთის წყალობა და სიკეთე!“
Date:  576

თურქული პოპულარული გამოცემა „დიკგაზეტე“ (DikGAZETE) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საფრანგეთო, რა სწრაფად დაივიწყე რუსეთის წყალობა და სიკეთე!“ (ავტორი - ფუად საფარი). მასალაში ერთმანეთთან არის შედარებული სსრკ (რუსეთ)-საფრანგეთის ისტორიული ურთიერთობები - მე20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დროს და 21-ე საუკუნეში, ამჟამად.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1945 წლის 8 მაისის ღამეა. დამარცხებული გერმანიის დედაქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში მდგარ შენობაში, რომელშიც წითელი არმიის შტაბი იყო განლაგებული, გერმანიის ვერმახტის სარდლობამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.

სანამ ნაცისტური გერმანიის დელეგაცია სსრ კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების წინაშე კაპიტულაციას ხელს მოაწერდა, საინტერესო მოვლენა მოხდა.

დაინახა რა დარბაზში შესვლისას საფრანგეთის დროშა და ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობა მაგიდასთან, გერმანიის დელეგაციის მეთაურმა, ფელდმარშალმა ვილჰელმ კეიტელმა თავი ვერ შეიკავა და იკითხა: „ნუთუ ჩვენ ფრანგებმაც დაგვამარცხეს?“.

რა თქმა უნდა, საფრანგეთი გამარჯვებული ქვეყნების რიგში საბჭოთა ლიდერის - იოსებ სტალინის წყალობით შევიდა.

დიახ, ფრანგი მფრინავები მოსკოვის მხარეზე იბრძოდნენ ავიაესკადრილია „ნორმანდია-ნემანის“ შემადგენლობაში, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. ზოგიერთი მათგანი გმირული სიკვდილით დაიღუპა... მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვერმახტის შემადგენლობაში მყოფი ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის მიწაზე მხეცობას სჩადიოდნენ.

იცით, რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საფრანგეთის სულ უფრო ხშირად აკრიტიკებდა რუსეთს, ბოლო დროს კი ლანძღვამ ყველანაირ საზღვარს გადააბიჯა.

ამას წინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჩვენებები გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვით, ფრანგი ინსტრუქტორები მათ რაც შეიძლება მეტი რუსის დახოცვის წესებს ასწავლიდნენ და საუბრისას რუსი ხალხისადმი სიძულვილს უნერგავდნენ.. ასეთი ქმედება არაადამიანური და ანტიჰუმანურია. სწორედ ასეთი პროპაგანდისა და აგიტაციის წყალობით ხდება სიძულვილის გაღვივება და სისხლისღვრა.

საფრანგეთი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ პრობლემებს ებრძოლოს, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ერევა, განსაკუთრებით რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, პარიზის პოლიტიკას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკადრისი პასუხი გასცა - „უმჯობესი იქნება შენს პრობლემებს მოუარო, სხვის საქმეებში რომ ეჩრებიო... და სანამ ჩვენი პრობლემების მოგვარებას გვასწავლი, მანამ შენს პრობლემებს მოუარე და იმკურნალეო“.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში ამ დღეებში მოსახლეობის ფართო მასების უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს.

ვფიქრობ, რომ საფრანგეთმა საკუთარ ხსოვნას უნდა უმკურნალოს, რათა არ დაივიწყოს ის კარგი, რაც რუსეთმა საფრანგეთს გაუკეთა.

უბრალოდ, ფრანგებმა თავიანთ საქმეებს უნდა მიხედონ, სხვის საქმეებში ცხვირს ნუ ჩაჰყოფენ და რჩევების მიცემას ნუ დაიწყებენ.

წყარო: https://www.dikgazete.com/yazi/fransa-ne-cabuk-unuttun-rusya-nin-iyiliklerini-5810.html

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way