USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
იგორ კოროტჩენკო - "მოკავშირე" რუსების პასუხი "მოკავშირე რუსეთზე დამოკიდებულ" სომხებს
თარიღი:  1232

კრემლის ერთ-ერთ რუპორად წოდებული, იგორ კოროტჩენკო, წამყვანი რუსი სამხედრო ექსპერტი, ეროვნული თავდაცვის ჟურნალის მთავარი რედაქტორი, თავის ფეისბუკის გვერდზე, კიდევ ერთხელ პასუხობს რუსეთის სომხური დიასპორის წარმომადგენელებს, რომლებიც კვლავაც მოითხოვენ რუსეთის ჩარევას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

”როდესაც მე დავსვი შეკითხვა თუ სომხური დიასპორის ლიდერების შვილებიდან რომელი წავიდა ყარაბაღის ფრონტზე საბრძოლველად, მე ვერ მივიღე არსებითი პასუხი, მხოლოდ შეურაცხყოფა და გინება...

ვითარება იგივეა: მათ არ სურთ წასვლა საბრძოლველად ყარაბაღში, მაგრამ ისინი რუსეთს მოუწოდებენ იბრძოლოს მათთვის ყარაბაღში."

თუ სომხეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელმაც 90-იან წლებში დაიპყრო აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტი, მაშინ იბრძოლეთ თვითონ და დაიცავით ეს ტერიტორიები (პაშინიანმა თქვა, რომ ყარაბაღი სომხეთია).

და თუ ვერ ახერხებთ ამ  ტერიტორიებს ძალით შენარჩუნებას, მაშინ გაფორმეთ აზერბაიჯანთან  მშვიდობიანიშეთანხმება, მთიანი ყარაბაღის შესახებ, გაეროს ცნობილი ოთხი რეზოლუციის შესაბამისად.

სხვათა შორის, ერევანში ამბობდნე, რომ ახალი ომის შემთხვევაში სომხური ჯარი ბაქოს მიაღწევდა!

კარგი, იარეთ წინ!

მაგრამ, ბრძოლის ველიდან წარმატებული სამხედრო ოპერაციების შესახებ ცნობების ნაცვლად, თქვენგან, მაპატიეთ და მხოლოდ "თურქული სპეცრაზმელების" და "სირიელი დაქირავებულების" ბრძოლაში მონაწილეობის შესახებ, გაუთავებელი წუწუნი გვესმის.

რუსეთი არ არის დამნაშავე თქვენს წარუმატებლობაში - ამაში თქვენ ხართ დამნაშავე, ძვირფასო სომხებო. ყარაბაღის ფრონტზე სანგრებში ჯდომის ნაცვლად Facebook- ზე ზიხართ და ეს თქვენი არჩევანია.

თქვენ ეს არჩევანი თავად გააკეთეთ. კორუფცია და სახელმწიფოს მითვისება სერჟ სარგსიანის დროს, ჰიტლერის მომხრე გარეგინ ნჟდეჰის ძეგლი ერევნის ცენტრში, აშშ-ს უდიდესი საელჩო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ”ფერადი რევოლუცია”, პაშინიანი და მისი სოროსი, უამრავი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია სომხეთში. რუსული ტელეარხების ქსელიდან გათისვა, რუსული ბიზნესის დევნა, პრორუსი პოლიტიკოსებისა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წმენდა - ეს თქვენ ხართ და თქვენ თვითონ გააკეთეთ ეს!

ამიტომ, ბრძოლა ყარაბაღში, უმაღლესი მთავარსარდლის პაშინიანის მეთაურობით - ეს არის თქვენი ომი, არა ჩვენი!

არაფერი პირადი - მხოლოდ რუსეთის ეროვნული ინტერესები!

იმედი მაქვს, რომ  ნათლად განგიმარტეთ ყველაფერი? " - წერს კოროჩენკო.

https://www.facebook.com/igor.korotchenko.37

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის