USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Тбилиси
იგორ კოჩიევი - სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება - ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები
дата:  849

სოფელ უისტასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ყოველ შეხვედრაზე განიხილება.

„მსგავსი საკითხების მოგვარება ერთი შეხვედრის ან ერთი მოთხოვნის ფარგლებში შეუძლებელია. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უკვე შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ძვრები“, - აღნიშნა კოჩიევმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მსგავსი დადებითი მოვლენა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნაა, რომელიც საგუშაგოს გახსნის ინიციატორია.

კოჩიევმა აღნიშნა, რომ გახარიას წინააღმდეგ ბრალდების ერთ-ერთი პუნქტი საგუშაგოს გახსნით ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა წარმოადგენს.

ასევე, მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი ამ საკითხზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს“.

„ჩვენთვის ამ საგუშაგოს სრულად მოხსნისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გასვლის ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა კოჩიევმა.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати