USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
იგნაც ზემელვაისი - ადამიანი, რომელმაც ევროპას ხელების დაბანა ასწავლა
თარიღი:  2091

იგნაც ზემელვაისი  - დაიბანეთ ხელები საპნით!

 

 

იგნაც ზემმელვაისი ადამიანი, ომელაც 160 წლის წინათ ასწავლა ევროპას ხელების დაბანა,  დაიბადა 1818 წლის ივლისში ,ქალაქ ბუდა უნგრეთში ,გარდაიცვალა ვენა ავსტრიაში.დაამთავრა უნგრეთის სამედიცინო უნივერსიტეტი სპეციალობით ქირურგი.1846-1850 მუშაობდა  ვენაში სამშობიაროში.1851 გადავიდა პეშტში,საიდანაც მართავდა წმინდა როხას საავადმყოფოს.1855 ასევე პროფესორი ბუდაპეშტის უნივერსიტეტის.

 

XIX დასაწყისში ყველა სამშობიაროში  30%-მდე ახალდაბადებულ ბავშვების  სიცოცხლე მიჰქონდა სესის .ეს დაავადება მაშინ ნორმად მიიჩნეოდა.

 

1846 წელს ზემელვაისმა დაიწყო ექიმ კლაინის ასისტირება ვენის ჰოსპიტალში (სხვათაშორის ეს ჰოსპიტალი ამჟამადაც არსებობს)…სადაც  ორი სამშობიარო სახლი ფუნქციონირებდა, ერთმანეტისაგან დამოუკიდებლად.

პირველ სახლში ბავშვთა სიკვდილიანობის 4% იყო,ხოლო მეორეში- დაახლოებით 20% და კვირის გარკვეულ  დღეებში ბავშვთა სიკვდილიანობა ნახევარსაც კი აღწევდა!

 

აქედან გამომდინარე მეორე სამშობიარო სახლს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა,ამიტომ ქალები იქ მოხვედრას თავს არიდებდნენ,ხანდახან ქუჩაში,ხანდახან კი სახლში მშობიარობით.

 

1847 წელს ზემელვაისის ძალიან ახლო მეგობარი იაკობ კოლეჩკა გარდაიცვალა. იგი მორგში გვამის გაკვეთის დროს სტუდენტმა შემთხვევით სკალპელით გაკაწრა.
ზემელვაისმა შეამჩნია, რომ სიკვდილის წინ კოლეჩკას ისეთივე სიმპტომები ჰქონდა, როგორიც ქალებს მშობიერობის შემდგომ ცხელებისას (მათ სეფსისი უნვითარდებოდათ).


ასევე ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ მეორე სამშობიარო განყოფილებაში მშობიარობას ექიმები იღებდნენ, რომლებიც მორგში ან ინფექციურ განყოფილებაშიც ატარებდნენ პროცედურებს, პირველ სამშობიარო განყოფილებაში კი ყოველთვის ბებიაქალები ამშობიარებდნენ, რომლებიც არასდროს შედიოდნენ მორგში.

ზემელვაისმა ივარაუდა, რომ ექიმებს ხელებითგარდაცვლილთა ნაწილაკებიმოჰქონდათ, რომლებიც ცხელებას და სიკვდილს იწვევდნენ.

 

მან მკაცრად მოსთხოვა ექიმებს, მშობიარესთან მისვლის წინ ხელები ქლორიანი წყლით დაებანათ. მეტიცსამშობიარო ბლოკის შესასვლელში ასეთი ხსნარით სავსე ტოლჩა და ხელსაბანი დადგა და კატეგორიული მოთხოვნა კარზეც გააკრა.

ამ თითქოს უმნიშვნელო ზომამ ქალთა სიკვდილიანობა 20%-დან 1-2%-მდე შეამცირა, რაც უკვე უფრო დაბალი მაჩვენებელი იყო, ვიდრე 1-ელ სამშობიაროში.

თუმცა მაშინ მეცნიერება ჯერ კიდევ არ იცნობდა პათოგენების თეორიას და ზემელვაისის წინააღმდეგ მთელი ევროპული მედიცინა აღდგა.


ექიმებს ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა გვამს რამე ცოცხალი ჰქონოდა, რომელიც ქალის ორგანიზმშიცუდ საქმეს ჩაიდენდადა ზემელვაისი ანტისამეცნიერო თაღლითობაში დაადანაშაულეს (სხვათა შორის, ზემელვაისის საპატივცემულოდ ფსიქოლოგიაში გაჩნდა ტერმინიზემელვაისის რეფლექსი“ – ყოველივე სიახლის მიუღებლობა).

 

ზემელვაისმა წნეხს ვერ გაუძლო და 1850 წელს ვენის საავადმყოფოდან წავიდა, 1861 წელს კი გამოსცა წიგნი, რომელშიც იცავდა საკუთარ თეორიას ხელებს დაბანის აუცილებლობაზე.

 

იგი 1865 წელს გარდაიცვალა, 47 წლის ასაკში. ხუთი წლის შემდეგ კი ინგლისელმა ქირურგმა ჯოზეფ ლისტერმა საბოლოოდ დაამტკიცა პათოგენებისდანაშაული“.
მალევე ინგლისში დაიწყო ხელების დაბანის პროპაგანდა (იმ დროისთვის ხელების დაბანა რელიგიურ რიტუალად მიიჩნეოდა, ან მაშინ იბანდნენ, როცა ძალიან გაუცხიმიანდებოდათ ან შესამჩნევად გაუჭყიანდებოდათ, სხვა შემთხვევაში ხელების დაბანა მიღებული არ იყო). პროპაგანდის მიზნით ევროპის ქალაქებში პლაკატებიც გამოჩნდა.


ზემელვაისმა ადამიანების სიცოცხლე იხსნა ორი სიტყვით: "დაიბანეთ ხელები!"

 

სამედიცინო დაწესებულებებში ჰიგიენის დაცვის მხრივ, ფასდაუდებელია იგნაზ ზემელვაისს როლი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, რომ სამშობიარო დაწესებულებებში, ექიმებს, პაციენტების მიღებამდე და სამედიცინო პროცედურების გაკეთების შემდეგ, მუდამ გაეკეთებინათ ხელების დეზინფექცია, რამაც მშობიარობის შემდეგ დაღუპული დედების რიცხვი მკვეთრად შეამცირა. მანამდე, ექიმები ხელების დეზინფექციას არ მიმართავდნენ და დაავადებები გადაჰქონდათ ერთი პაციენტიდან მეორეზე.

 

 

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.