იგნაც ზემელვაისი - დაიბანეთ ხელები საპნით!
იგნაც ზემმელვაისი ადამიანი, რომელმაც 160 წლის წინათ ასწავლა ევროპას ხელების დაბანა, დაიბადა 1818 წლის ივლისში ,ქალაქ ბუდა უნგრეთში ,გარდაიცვალა ვენა ავსტრიაში.დაამთავრა უნგრეთის სამედიცინო უნივერსიტეტი სპეციალობით ქირურგი.1846-1850წ მუშაობდა ვენაში სამშობიაროში.1851 წ გადავიდა პეშტში,საიდანაც მართავდა წმინდა როხას საავადმყოფოს.1855წ ასევე პროფესორი ბუდაპეშტის უნივერსიტეტის.
XIX ს დასაწყისში ყველა სამშობიაროში 30%-მდე ახალდაბადებულ ბავშვების სიცოცხლე მიჰქონდა სეფსის .ეს დაავადება მაშინ ნორმად მიიჩნეოდა.
1846 წელს ზემელვაისმა დაიწყო ექიმ კლაინის ასისტირება ვენის ჰოსპიტალში (სხვათაშორის ეს ჰოსპიტალი ამჟამადაც არსებობს)…სადაც ორი სამშობიარო სახლი ფუნქციონირებდა, ერთმანეტისაგან დამოუკიდებლად.
პირველ სახლში ბავშვთა სიკვდილიანობის 4% იყო,ხოლო მეორეში- დაახლოებით 20% და კვირის გარკვეულ დღეებში ბავშვთა სიკვდილიანობა ნახევარსაც კი აღწევდა!
აქედან გამომდინარე მეორე სამშობიარო სახლს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა,ამიტომ ქალები იქ მოხვედრას თავს არიდებდნენ,ხანდახან ქუჩაში,ხანდახან კი სახლში მშობიარობით.
1847 წელს ზემელვაისის ძალიან ახლო მეგობარი იაკობ კოლეჩკა გარდაიცვალა. იგი მორგში გვამის გაკვეთის დროს სტუდენტმა შემთხვევით სკალპელით გაკაწრა.
ზემელვაისმა შეამჩნია, რომ სიკვდილის წინ კოლეჩკას ისეთივე სიმპტომები ჰქონდა, როგორიც ქალებს მშობიერობის შემდგომ ცხელებისას (მათ სეფსისი უნვითარდებოდათ).
ასევე ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ მეორე სამშობიარო განყოფილებაში მშობიარობას ექიმები იღებდნენ, რომლებიც მორგში ან ინფექციურ განყოფილებაშიც ატარებდნენ პროცედურებს, პირველ სამშობიარო განყოფილებაში კი ყოველთვის ბებიაქალები ამშობიარებდნენ, რომლებიც არასდროს შედიოდნენ მორგში.
ზემელვაისმა ივარაუდა, რომ ექიმებს ხელებით „გარდაცვლილთა ნაწილაკები“ მოჰქონდათ, რომლებიც ცხელებას და სიკვდილს იწვევდნენ.
მან მკაცრად მოსთხოვა ექიმებს, მშობიარესთან მისვლის წინ ხელები ქლორიანი წყლით დაებანათ. მეტიც – სამშობიარო ბლოკის შესასვლელში ასეთი ხსნარით სავსე ტოლჩა და ხელსაბანი დადგა და კატეგორიული მოთხოვნა კარზეც გააკრა.
ამ თითქოს უმნიშვნელო ზომამ ქალთა სიკვდილიანობა 20%-დან 1-2%-მდე შეამცირა, რაც უკვე უფრო დაბალი მაჩვენებელი იყო, ვიდრე 1-ელ სამშობიაროში.
თუმცა მაშინ მეცნიერება ჯერ კიდევ არ იცნობდა პათოგენების თეორიას და ზემელვაისის წინააღმდეგ მთელი ევროპული მედიცინა აღდგა.
ექიმებს ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა გვამს რამე ცოცხალი ჰქონოდა, რომელიც ქალის ორგანიზმში „ცუდ საქმეს ჩაიდენდა“ და ზემელვაისი ანტისამეცნიერო თაღლითობაში დაადანაშაულეს (სხვათა შორის, ზემელვაისის საპატივცემულოდ ფსიქოლოგიაში გაჩნდა ტერმინი „ზემელვაისის რეფლექსი“ – ყოველივე სიახლის მიუღებლობა).
ზემელვაისმა წნეხს ვერ გაუძლო და 1850 წელს ვენის საავადმყოფოდან წავიდა, 1861 წელს კი გამოსცა წიგნი, რომელშიც იცავდა საკუთარ თეორიას ხელებს დაბანის აუცილებლობაზე.
იგი 1865 წელს გარდაიცვალა, 47 წლის ასაკში. ხუთი წლის შემდეგ კი ინგლისელმა ქირურგმა ჯოზეფ ლისტერმა საბოლოოდ დაამტკიცა პათოგენების „დანაშაული“.
მალევე ინგლისში დაიწყო ხელების დაბანის პროპაგანდა (იმ დროისთვის ხელების დაბანა რელიგიურ რიტუალად მიიჩნეოდა, ან მაშინ იბანდნენ, როცა ძალიან გაუცხიმიანდებოდათ ან შესამჩნევად გაუჭყიანდებოდათ, სხვა შემთხვევაში ხელების დაბანა მიღებული არ იყო). პროპაგანდის მიზნით ევროპის ქალაქებში პლაკატებიც გამოჩნდა.
ზემელვაისმა ადამიანების სიცოცხლე იხსნა ორი სიტყვით: "დაიბანეთ ხელები!"
სამედიცინო დაწესებულებებში ჰიგიენის დაცვის მხრივ, ფასდაუდებელია იგნაზ ზემელვაისს როლი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, რომ სამშობიარო დაწესებულებებში, ექიმებს, პაციენტების მიღებამდე და სამედიცინო პროცედურების გაკეთების შემდეგ, მუდამ გაეკეთებინათ ხელების დეზინფექცია, რამაც მშობიარობის შემდეგ დაღუპული დედების რიცხვი მკვეთრად შეამცირა. მანამდე, ექიმები ხელების დეზინფექციას არ მიმართავდნენ და დაავადებები გადაჰქონდათ ერთი პაციენტიდან მეორეზე.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.