USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ციფრულ ბანკში ბიტკოინის ETF გამოჩნდა – ყველაფერი, რაც ინვესტირებისას უნდა იცოდე
дата:  

ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ ბიტკოინის სავაჭრო ფონდები, ანუ ETF-ები ოფიციალურად დაამტკიცა, რითაც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე კრიპტოაქტივით უზრუნველყოფილი საჯარო ფონდის  გამოჩენას აუნთო მწვანე შუქი.

 მარეგულირებლის მხრიდან დასტურის გაცემის შემდეგ, ბირჟაზე 11 საინვესტიციო ფონდი დაილისტა, მათ შორისაა:

 Grayscale Bitcoin Trust (GBTC)

  • VanEck Bitcoin Trust (HODL)
  • Fidelity Wise Origin Bitcoin Trust (FBTC)
  • iShares Bitcoin Trust (IBIT)
  • ARK 21Shares Bitcoin ETF (ARKB)
  • Invesco Galaxy Bitcoin ETF (BTCO)
  • Hashdex Bitcoin ETF (DEFI)
  • Bitwise Bitcoin ETF (BITB)
  • Franklin Bitcoin ETF (EZBC)
  • Wisdom Tree Bitcoin Fund (BTCW)
  • Valkyrie Bitcoin Fund (BRRR)

 ზემოხსენებული ETF-ების გამოშვების შედეგად, საფონდო ბირჟაზე შესაძლებელი გახდა ისეთი ფონდის შეძენა, რომელიც ინვესტიციას ბიტკოინში ახორციელებს. ცხადია, ბიტკოინის ETF-ების შეძენა თიბისის ციფრულ ბანკშიც გახდა შესაძლებელი და ამისათვის საინვესტიციო მოდულში შესაბამისი სიმბოლოს არჩევაა საჭირო.

 საფონდო ბირჟაზე ბიტკოინის ETF-ის გამოჩენას საერთაშორისო ინვესტორების, ბანკების, კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქამდე ბიტკოინში ინვესტირებისათვის კრიპტობირჟის სერვისით სარგებლობა იყო საჭირო, რაც რისკებთან და სამართლებრივ ბარიერებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, კრიპტობირჟების უმეტესობა დაურეგულირებელია, მათი დიდი ნაწილი კი სერიოზული რისკების წინაშე დგას, რაც ინვესტორებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, 2022 წელს რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟა FTX გაკოტრდა, რამაც მილიონობით ინვესტორი დააზარალა, რადგან მათ თავიანთ აქტივებთან წვდომა დაკარგეს.

 ETF-ის შეძენის შემთხვევაში, კონტრაგენტის რისკი მინიმალურია, რადგან, მაგალითად, IBIT-ის სიმბოლოთი ცნობილი ETF-ის მიღმა აქტივების მმართველი უმსხვილესი კომპანია BlackRock-ი დგას, რომლის გაკოტრების რისკი მინიმალურია.

 სავაჭრო ფონდის მეორე ძირითად უპირატესობა რეგულაციებს უკავშირდება. ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების საკითხი თითქმის ყველა ქვეყანაში რეგულირებულია და კანონმდებლობაც გასაგებია. კრიპტობირჟების შემთხვევაში სამართლებრივი გაურკვევლობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც ინვესტორებს თავის შეკავებისკენ უბიძგებს. ეს განსაკუთრებით დიდ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდებისთვის, რომელთაც აუდიტორული ანგარიშგების მომზადება და ფინანსური შედეგების გასაჯაროება უწევთ. უოლ-სტრიტზე ბიტკოინის ETF-ის გამოჩენა სამართლებრივი გაურკვევლობის პრობლემას აგვარებს, რადგან ახლა უკვე საინვესტიციო პლატფორმით ისევეა შესაძლებელი ბიტკოინის ETF-ის შეძენა, როგორც ოქროს, ვერცხლის ან ინდექს ფონდის.

 მესამე უპირატესობა სიმარტივეს უკავშირდება, საინვესტიციო პორტფელში ბიტკოინის შესაყვანად აღარ არის საჭირო კრიპტობირჟაზე რეგისტრაციის კომპლექსური პროცედურის გავლა, რთული ტრანზაქციების განხორციელება და იმაზე ფიქრი, თუ როდის აიკრძალება ან გაკოტრდება ესა თუ ის ბირჟა. ბიტკოინის ETF-ში ინვესტირება ახლა ციფრულ ბანკში მარტივადაა შესაძლებელი, ორ ღილაკზე თითის დაჭერით, თანაც ყოველგვარი დაფარული საკომისიოებისა და კონტრაგენტის რისკების გარეშე.             

 ბიტკოინის ETF-ების შეძენას შეძლებ აქ.

*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

წყარო:https://www.tbccapital.ge/

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати