USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
იერუსალიმის პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა
Date:  438

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, საპატრიარქოში უმასპინძლა.

„წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ვანიჭებ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენს და ჩვენი მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებულ ჯვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის საძმოს მეგობარსა და ქრისტეს აღდგომის ტაძრის მცველს“, - აღნიშნულია წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა.

იერუსალიმის პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა მართლმადიდებელი ქვეყნის ლიდერის სტუმრობა.

„სიამოვნებას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ იესო ქრისტეს საფლავზე დასვენებულ წმინდა ჯვარს გადმოგცემთ, რათა მუდამ დაცული იყოთ და ამ მხსნელი, მართალი და სწორუპოვარი ჯვრით იყოთ მუდამ შთაგონებული“, - აღნიშნა პატრიარქმა თეოფილუს III-მ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ თეოფილოს III-ს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ძლიერ ისტორიულ კავშირებს და პატრიარქ თეოფილოს III-ის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way