USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ 2014 წელს არ დაწყებულა, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო
дата:  434

რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ 2014 წელს არ დაწყებულა, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„უკეთესი, მეგობრული ურთიერთობა [რუსეთთან] ვერ შედგა რუსეთის აგრესიული ქცევის გამო. მათ სურთ აღადგინონ გავლენის სფეროები მეზობლების გასაკონტროლებლად და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბევრ მეზობელს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ვარშავის პაქტის წევრებს, არ ექნებათ დამოუკიდებლობა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს და ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში დაეხმარა.

„ჩვენ [ნატოს] მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ის, რასაც ვაკეთებთ ზღვარზე მყოფი ქვეყნებისთვის. საქართველო [ამის] ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითია. ამას რომ ვამბობ, ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელის ყველას გვჯერა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და არ გაუადვილებენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებასა და ორგანიზებას“, - განაცხადა მან.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати