USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
იენს სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის – საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას
дата:  419

“ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის – საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერში“ დაწერა. სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის – საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ასევე, ჩვენ ერთობლივ ბრძოლას „კოვიდ-19-ის“ წინააღმდეგ“, – წერს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას განიხილეს პანდემიით შექმნილი რთული ვითარება და ნატო-ს გენერალურ მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას “ეფექტიანი” უწოდა.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს.

სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო ევროპაში ნატო-ს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების მიუხედავად, იგი მომავალ წელს ჩატარდება და მას, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოც უმასპინძლებს, რაც მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მაჩვენებელია. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს ნატო საქართველოს კომისიის მინისტრების დონეზე ჩატარების მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობს – შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ – ნატო-სა და ევროკავშირისათვისაც და კიბერუსაფრთხოება. სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის მხარეებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაუზიარონ ერთმანეთს და, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, უფრო მეტი გეგმა უნდა განახორციელონ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა, უმაღლესი შეფასება მისცა ამ თანამშრომლობას და მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას “შთამბეჭდავი” და “მტკიცე” უწოდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати