USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
იენს სტოლტენბერგი - უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ომში რომელ კომპრომისებზე წავა
თარიღი:  637

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე არის მზად წავიდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც 7 აპრილს გამოქვეყნდება.

ინტერვიუს ანონსის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ რუსი სამხედროები განდევნოს და რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს აიძულოს ოკუპაციის თავის მიზნებზე უარი თქვას, მან ასევე ივარაუდა, რომ კიევს, შესაძლოა, ასევე დათმობებზე მოუწიოს წასვლა.

„ბოლოს და ბოლოს, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ კომპრომისებზეა ის მზად წავიდეს, შესაძლებლობა უნდა მივცეთ ისეთ მდგომარეობაში იყოს, როდესაც ის რეალურად მიაღწევს სასურველ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივნის თქმით, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე ახლა წავიდეს, ხოლო „ნამდვილი მშვიდობა” მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც „უკრაინა გაიმარჯვებს“.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს რუსეთისგან, ჩინეთისგან, ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან შემდგარი “ავტორიტარული ალიანსი,” რომლის წევრების ერთმანეთს პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და რომელიც „სულ უფრო მჭიდრო ხდება“.

“თავდაცვითი მრეწველობისთვის საკვანძო დეტალების მიწოდებით ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, რისთვისაც მოსკოვი პეკინს თავის მომავალს აძლევს გირაოთი,” - განაცხადა სტოლტენბერგმა

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის