USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
იენს სტოლტენბერგი - რასაც ახლა ვხედავთ, არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს
თარიღი:  744

რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ომის ფარგლებში, არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინს საერთაშორისო წესებისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა აქვს.

„რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ ომის ფარგლებში, არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ეს არის საშინელება და უკრაინელი ხალხის ტანჯვას იწვევს, მაგრამ ეს, ასევე ყველა ჩვენგანისთვის საშიშია. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის ომის ბუნებას, მის მიერ კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემის ნაკლებობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსული ძალები, დონბასის სრულად ასაღებად ემზადებიან.

„ახლა, ჩვენ, კიევისგან მოშორებით, რუსული ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას ვხედავთ იმისათვის, რომ გადაჯგუფდნენ, ხელახალი შეიარაღება მიიღონ, ხელახლა მომარაგდნენ და აქცენტი აღმოსავლეთზე გადაიტანონ. მომავალი კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, ჩვენ, რუსეთის შემდგომ ბიძგს ველით, რათა შეეცადოს, აიღოს მთელი დონბასი და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო ხიდი შექმნას“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის