USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
იენს სტოლტენბერგი - დავადასტურეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, და შევთანხმდით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის შესახებ მოთხოვნა ამოგვეღო
дата:  

ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებული სამი ელემენტისგან შემდგარი გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს მოკავშირეებმა სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმეს, რომლებიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს. პირველი - ესაა უკრაინისთვის მხარდაჭერის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც წვრთნებისა და დოქტრინების საბჭოურიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლას გახდის შესაძლებელს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მეორე ელემენტი ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაა, რომელიც კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის გახდება ფორუმი, სადაც “როგორც თანასწორები შევხვდებით”.

“მესამე - დავადასტურეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, და შევთანხმდით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის შესახებ მოთხოვნა ამოგვეღო. ეს უკრაინის გზას ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესამდე შეცვლის. ასევე გავაგებინეთ, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მოწვევის შესახებ გამოვაცხადებთ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати