წითელ ზღვაში ამერიკულ სამხედრო ხომალდსა და ორ კომერციულ გემს დაესხნენ თავს. ამის შესახებ პენტაგონი იტყობინება. მანამდე წითელ ზღვაში მომხდარი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელი ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო. დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გემები, რომლებიც ისრაელთან არიან კავშირში, იემენის საზღვაო ძალების გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ.
ჰეზბოლასა და ირანის მოკავშირე ჰუსიტებმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ განაცხადეს, რომ წითელ და არაბეთის ზღვებში ისრაელის ან ისრაელთან კავშირში მყოფი ყველა გემი მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდებოდა.
ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კომერციული გემები, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, ისრაელის სახელმწიფოსთან არანაირ კავშირში არ არიან.