USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Die Weltwoche» (შვეიცარია): „ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა: მომხრენი და მოწინააღმდეგენი“
дата:  

„პრემიერმა ვიქტორ ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით დიპლომატიური ინიციატივა გამოიჩინა, ევროკავშირის ხელმძღვანელებმა კი მისი მცდელობა დაგმეს. ევროპის ლიდერებს - ურსულა დონ დერ ლაიენს და მისთანებს სისხლისღვრისა და ნგრევის გაგრძელება სურთ. როგორც ჩანს, უნგრეთის 6-თვიანი თავმჯდომარეობა ევროკავშირის საბჭოში შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს, - ნათქვამია შვეიცარიულ ჟურნალ „ველტვოშე“-ში (Die Weltwoche) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმა: მომხრენი და მოწინააღმდეგენი“ (ავტორი - როჯერ კეპელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას ამუხრუჭებენ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ვიქტორ ორბანის სამშვიდობო ვიზიტების მნიშვნელობა კიევში, მოსკოვში და პეკინში როგორმე დაამდაბლონ.

არადა, უნგრეთის ლიდერის მიერ მომზადებული მოხსენება, რომელიც მან ევროპელ ლიდერებს გაუგზავნა, ძალზე საინტერესოა და ყურადღებას იმსახურებს. ვიქტორ ორბანმა, სხვა ევროპელი ლიდერებისაგან განსხვავებით, როგორც იტყვიან ხოლმე, „საკუთარი თვალით დაინახა და საკუთარი ყურით მოისმინა“ დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის თვალსაზრისები და ამიტომ დოკუმენტში გამოტანილი დასკვნების მნიშვნელობა მაღალია.

შურისძიება თუ სერიოზული მსჯელობა?

ბრიუსელი უნგრეთის პრემიერზე შურისძიებას ცდილობს, რომელიც უსაფუძვლოა და უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. აჟიოტაჟი უადგილოა, საჭიროა სერიოზული ყურადღება და მსჯელობა.

განა რას წერს ვიქტორ ორბანი თავის მოხსენებაში, რომ დაუჯერებელი და მიუღებელი იყოს? უნგრელი ლიდერი აღნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში ომი რადიკალურად გამწვავდება. მოწინააღმდეგე მხარეები უფრო მეტი გააფთრებით შეებრძოლებიან ერთმანეთს, რასაც მეტი მსხვერპლი და მეტი ნგრევა მოჰყვება. არცერთ მეტოქეს კომპრომისებზე წასვლა არ სურს (უკანდახევა მარცხის ტოლფასია!), ამიტომ ომზე გავლენის მოხდენა მხოლოდ მესამე ძალას შეუძლია: შუამავლის ჩარევის გარეშე ბრძოლა არ შეწყდება. უნგრელი ლიდერის აზრით, დღეისათვის მსოფლიოში მხოლოდ სამი აქტორი არსებობს, რომლებსაც მოვლენის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ: ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი. აუცილებელია აგრეთვე ყურადღება მიექცეს თურქეთსაც - ერთადერთ წარმატებულ შუამავალს კიევსა და მოსკოვს შორის.

ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება...

როგორც ვიქტორ ორბანი წერს, იგი ამას წინათ პირადად შეხვდა და ესაუბრა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს (დიდი ალბათობით) დონალდ ტრამპს და მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჯო ბაიდენისაგან დღევანდელი ქორული პოლიტიკის შეცვლა მოსალოდნელი არ არის. იგი თუნდაც რომ ჩამოსცილდეს პოლიტიკას, მისი ადმინისტრაცია გარკვეულ პერიოდში ინერციით უკრაინის მიმართ იგივე პოლიტიკას გაატარებს.

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს საგარეო კი არა, საშინაო პოლიტიკის მდგომარეობა განსაზღრავს, არც ჯო ბაიდენი და არც დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე უკრაინაზე ოფიციალურად არანაირი სამშვიდობო ინიციატივებით არ გამოვლენ. თუმცა, აშკარაა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ომის ხარჯების საკუთარ თავზე აღება მთლიანად ევროკავშირს მოუწევს, რაც ევროპელ ხალხებს მძიმე ტვირთად დააწვება.

რა არის საჭირო რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისათვის:  პირველი ეტაპი - მოლაპარაკება ჩინეთთან შემდეგი სამშვიდობო სამიტის ფორმატზე; მეორე - საკონტაქტო არხების არსებობა ორივე მოწინააღმდეგე მხარესთან - უკრაინასთან და რუსეთთან. უკრაინასთან არსებობს, რუსეთთან კი არა, ამიტომ აუცილებელია კრემლთან დიალოგის რეაბილიტაცია; მესამე - გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვა და მათი კოორდინირება. იმ მიზეზით, რომ ევროკავშირი ყველაფერში ვაშინგტონს უყურებს და მისი კარნახით მოქმედებს, ევროპა გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში თავის გავლენას და ავტორიტეტს კარგავს.

ვიქტორ ორბანის აზრით, ამ სამ ფუძემდებლურ პრინციპს უნდა დაემყაროს ინიციატივა, რომელიც, სავარაუდოდ, მისმა კოლეგამ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნდა მოამზადოს და ხელსაყრელ სიტუაციაში სამიტს წარუდგინოს. ბრალდებებეი იმის სესახებ, რომ ვიქტორ ორბანმა თავისი უფლებამოსილებების უზურპაცია მოხდინა და მოლაპარაკებებს ევროკავშირის სახელით აწარმოებდაო, ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://weltwoche.ch/story/orbans-eu-plan-fuer-den-frieden/

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати