USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Die Welt» (გერმანია): „საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში“
Date:  556

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ, დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა თავს კარგად გრძნობს და განვითარების ბუმს განიცდის“, - ნათქვამია გერმანული გაზეთის „ველტის“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში“ (ავტორი - ედუარდ შტაინერი).

ვლადიმერ პუტინმა წარმატებით განახორციელა რუსული ეკონომიკის დაქვემდებარება სამხედრო მოთხოვნებისადმი და პარალელეურად, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასაც მიაღწია. რუსული ეკონომიკა იმდენად იზრდება, რომ ტემპებით მსოფლიო დონესაც აწარბებს.

ექსპერტები ამ მოვლენას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინსვესტიციების ცადების გაფართოებას უკავშირებენ. 2023 წელს სამხედრო ხარჯები გადიდდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გათვალისწინებული 2024 წლის ბიუჯეტში - 70%-ით მეტი. ეკონმიკური ბუმი ასევე უკავშირდება იმასაც, რომ კრემლმა ფულის საბეჭდი დაზგა აამოქმედა, ხოლო რუსები, თავიანთი მხრიდან, აქტიურად იღებენ კრედიტებს. რაში ხარჯავენ ფულს? - ძირითადად საცხოვრებელი ბინების შესაძენად.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფრონტზე კონტრაქტით მსახურობენ, მაღალ ანაზღაურებას იღებენ, რაც მოხმარების მოცულობას აფართოებს. მიმდინარეობს ეკონომიკის რესტრუქტურიზება. ინვესტიციები ძირითადად იდება იმ დარგებში, რომლებსაც დასავლური კომპანიები ტოვებენ. რუსეთმა მოახერხა ისიც, რომ გვერდს უვლის დასავლეთის სანქციებს და საჭირო პროდუქციას მესამე ქვეყნების ტერიტორიული ტრანზიტის მეშვეობით იღებს. კრემლმა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია შეცვალა და ახლა ევროპის ნაცვლად, ძირითადად აზიაზეა ორიენტირებული.

წყარო: https://www.welt.de/wirtschaft/plus249208834/Ukraine-Krieg-Der-erstaunliche-Boom-der-russischen-Wirtschaft.html

 

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way