USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«Die Welt» (გერმანია): „რატომ განიცდის დასავლეთი დაცემას? განმეორდება არა ძველი რომის დაღუპვის პრეცედენტი“
дата:  

გერმანული გაზეთი „დი ველტი“ (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ განიცდის დასავლეთი დაცემას? // განმეორდება  არა ძველი რომის დაღუპვის პრეცედენტი“ (ავტორი ჰანეს შტაინი), რომელშიც თვითკრიტიკულადაა გადმოცემული დასავლური ცხოვრების წესის ნეგატიური მხარეები. მოასწავებს თუ არა ევროპული კულტურის დღევანდელი სიტუაცია მის დაკნინებასა და კრიზისს? რამდენად ჰგავს ამჟამინდელი მდგომარეობა ძველი რომში არსებულ ვითარებას?

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„განწირულნი ვართ თუ არა ჩვენც დაღუპვისათვის - ძველი რომის მსგავსად? დიახ, ამას ბევრი ისტორიკოსი და ეკონომისტი გვიწინასწარმეტყველებს... მათი აზრით, ევროპა ამჟამად სწორედ ისეთ პერიოდში იმყოფება, რომელიც ძველი რომის იმპერიის დაღუპვის წინ დადგა.

თვითონ განსაჯეთ: დღეს დასავლეთში - ევროპაში და აშშ-ში - ახალგაზრდობა თითქმის ხელჩაქნეულია, ისინი საკუთარი სიამოვნებისათვის ცოცხლობენ - პარიზის, ბერლინისა და ნიუ-იორკის ქუჩებში ისეთი ადამიანები დასეირნობენ, რომლებსაც სხეული უაზროდ აქვთ მოხატული, თმები გაწეწილი-დაუვარცხნელი, ნარკოტიკებით არიან გაჟღენთილნი... ირგვლივ უზნეობა და ამორალიზმია გაბატონებული: ჰომოსექსუალისტების ქორწინება თანდათან ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ჰომოსექსუალისტები მოდიან უმაღლეს პოლიტიკაშიც - ისინი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ხდებიან. მიმდინარეობს ქალების ფემინიზაციის დაჩქარებული პროცესი, ნეგატიური სახით - ისინი მამაკაცებზე დომინირებას იწყებენ.

იმავდროულად დასავლეთისაკენ მიიწევს სულ უფრო მეტი მიგრანტი - მშივრები, ამბიციურები და ისეთები, რომლებიც ღიად იმუქრებიან. ისინი მიჩვეულნი არიან რთულ პირობებში ყოფნას და პრობლემებისა არ ეშინიათ. ამასთან ერთად, ევროპას და ამერიკას ახალი კონკურენტი გამოუჩნდათ ჩინეთის სახით. ამიტომ მათ სულ უფრო მეტი ფულის ხარჯვა უწევთ, რომ პეკინმა არ აჯობოს.

ისტორიკოსების თქმით, ასეთი სიტუაცია სულ უფრო მეტად ემსგავსება გვიანდელ რომის იმპერიაში განვითარებულ დეკადენსს, როცა ერთი მხრივ, რომაული საზოგადოება კრიზისში ჩავარდა, მეორე მხრივ კი, ბარბაროსების შეჭრის საფრთხის წინაშე დადგა პერიფერიებში, ხოლო სპარსეთი ძლიერდებოდა და რომს ემუქრებოდა. ეს ყველაფერი იმპერიის მხრიდან მუდმივ სიფხიზლეს და სამხედრო მზადყოფნას მოითხოვდა, რის შედეგადაც რომის რესურსები იფიტებოდა.

საკითხავი ის კი არ არის - გადაიტანს თუ არა ამ კრიზისს დასავლეთი, არამედ იმაში, თუ რა დარჩება სამომავლოდ მისგან. ამ მხრივ თითქოსდა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს: ისტორია მეტ-ნაკლებად დამამშვიდებელ პრეცედენტს გვამცნობს: ჩვენ ხომ ვსარგებლობთ ძველი რომაელების ლათინური ენით (თუნდაც მეცნიერული თვალსაზრისით)? გარდა ამისა, რომის იმპერიის ეპოქაში შექმნილი და ჩამოყალიბებული სამართლებრივი პრინციპები ევროპაში დღესაც მოქმედებს. ამრიგად, თანამედროვე ცივილიზაციას გადარჩენის შანსი აქვს.

წყარო: https://www.welt.de/kultur/literarischewelt/plus248925078/Wie-einst-Rom-Warum-der-Westen-untergeht.html

 

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати