USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Die Welt» (გერმანია): „გაგრძელდება თუ არა უკრაინის ომი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში? ალბათ, არა“
дата:  592

უკრაინა მიმდინარე წელს იძულებულია თავდაცვით პოზიციაში იყოს და შეტევა არ განახორციელოს - დიდწილად გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და სხვა დასავლელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოქმედების გამო, - ნათქვამია გაზეთ „დი ველტის“ (Die Welt) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გაგრძელდება თუ არა უკრაინის ომი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში? ალბათ, არა“ (ავტორი - ქრისტოფ შილცი). „სულ უფრო მეტი ნიშნები ჩნდებისა იმისა, რომ კონფლიქტი გაიყინება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უპირატესობას მოიპოვებს“, - წერს „დი ველტის“ კორესპონდენტი.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ლიდერმა როლფ მიუტცენიხმა ბუნდესტაგში კანონმდებლებს მოუწოდა, რომ უკრაინის კონფლიქტი გაიყონოს. მას საკმაოდ სერიოზული მიზეზები აქვს. ერთ-ერთი იმაში გამოიხატება, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს აშკარა უპირატესობა არ აქვს, ორივე ერთმანეთის გამოფიტვას ცდილობს და საბოლოო ჯამში ორივე მოლაპარაკების მაგიდასთან მივლენ.

კიდევ ერთი მიზეზი: წაგებული მხარე, როგორც ჩანს, უკრაინა იქნება, ამიტომ კიევისათვის უმჯობესია სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს, იმიჯი შეინარჩუნოს და არ მიიღოს სტატუსი „გამარჯვებულის“ ან დამარცხებულის“ შესახებ.

ამ შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალებს შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე დარჩნენ, დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდება, ხოლო კიევის მოლაპარაკება ნატოში და ევროკავშირში შესვლისათვის შეჩერდება: დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა კონფლიქტი გაიყინოს და აღარ განახლდეს. ასეთი სახით სიტუაცია „ფეთქებად სიწყნარეს“ დაემსგავდება, მაგრამ კრემლისათვის აშკარად უპირატესობით და მომგებიანობით.

დიპლომატიური მოლაპარაკება შეიძლება უკვე მიმდინარე წელს განხორციელდეს:

პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინას პერსპექტივა არ აქვს დაკარგული (ოკუპირებული) ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. პირიქით - უახლოეს კვირეებში მოსალოდნელია რუსეთის ჯარების ახალი შეტევები და უკრაინის მიერ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა;

მეორე მხრივ - დასავლეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის სამხედრო პოტენციალი და მისი გლობალური მოკავშირეების სესაძლებლობები. მოსკოვს საკმარისი რესურსები და გლობალური მხარდაჭერა აღმოაჩნდა, რაც უზრუნველყოფს ბრძოლების გაგრძელებას რამდენიმე წლის განმავლობაში.

მესამე - დასავლეთი ხშირად აცხადებს, რომ უკრაინა მის თავისუფლებასაც იცავს, მაგრამ სულ უფრო მეტი ეგოისტური გადაწყვეტილებები მიიღება უკრაინის საზიანოდ. მაგალითად, ანტირუსულ სანქციებს არასრული, სანახევრო ხასიათი აქვთ და არ ვრცელდება თხევადი გაზისა და ურანის ექსპორტზე, ხოლო ვაშინგტონი კიევ მოუწოდებს შეწყვიტოს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ი მნით, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩენების დროს ნავთობზე მსოფლიო ფასები არ გაიზარდოს.

მთლიანობაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინის მოლაპარაკებითი პოზიცია სამომავლოდ ბევრად გაურესდება დღევანდელთნ შედარებით - დასავლელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად. ეს ისტორიული ტრაგედიაა, მაგრამ იმავდროულად ხელს უწყობს ცეცხლის შეწყვეტას და გზას უკვლევს ამ საშინელი ომის „გაყინვას“.

წყარო: https://www.welt.de/debatte/kommentare/plus250759856/Konfliktloesung-Dauert-der-Ukraine-Krieg-noch-mehrere-Jahre-Eher-nicht.html

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати