USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Die Welt» (გერმანია): „ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ“
Date:  478

„საფრანგეთში გრძელდება ბრძოლა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის შესახებ. დანაკარგების მიუხედავად, პოლიტიკური ბანაკები ერთმანეთს გააფთრებით ებრძვიან, რითაც ქვეყანას ასუსტებენ და საბოლო ჯამში - ევროკავშირსაც, მით უმეტეს, რომ დასავლეთის თავისუფალ სამყაროს ჰყავს უძლიერესი მეტოქეები, რომლებიც მისი ყოველნაირი სისუსტით ისარგებლებენ“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ“ (ავტორი - ჟაკ შუსტერი).

„საპროტესტო გამოსვლები იმ რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოიწყო, არ წყდება. გაგეცინება იმის გაგონებაზე, თუ როგორ ცდილობენ ფრანგი პოლოტოლოგები თავიანთ გერმანელ კოლეგებს აუხსნან, რომ „საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე ბუნტს, მართალია, გამართლება არ აქვს, მაგრამ, პრინციპში, ის სრულიად გასაგებია“.

საფრანგეთი უკვე დიდი ხანია თავისი შესაძლებლობებით არ ცხოვრობს, მოსახლეობა ხელგაშლილ ცხოვრებას მიეჩვია. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მოქალაქეთა დიდი ნაწილს რეალობის აღიარება არ სურს და ტრადიციული მდგომარეობის შენარჩუნება უნდა, ამიტომ არასასურველი რეფორმის წინააღმდეგ გამოდის.

ამჟამად ყოველი სამი ფრანგიდან, რომელთა ასაკი 60-დან 64 წლამდეა, მხოლოდ ერთია დასაქმებული. და ეს ხდება იმ დროს, როცა შობადობამ ქვეყანაში დაიკლო, სიცოცხლის ხანგრძლივობამ კი მოიმატა. პენსიაში 64 წლის ასაკში გასვლა გაზრდიდა ახალი სამუშაო ადგილების პოტენციალს, მაგრამ იმავდროულად სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლები შეუმცირდებოდა. „პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ყველას უხსნიან, ევედრებიან, რომ ჭკუას მოუხმონ, მაგრამ უშედეგოდ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთი უკვე რეფორმებს ვეღარ გადაიტანს. უფრო მეტიც - საფრანგეთს კრიზისებს ვეღარ უმკლავდება. თანაც ამას ემტებიან პარტიებიც, რომელთა აზრით, მთავრობასთან კომპრომისებზე წასვლა სისუტის ნიშანია. ეოვნულ კრებაში არსებულ დემოკრატიულ ოპოზიციას კი „პრინციპული აუცილებლობის გრძნობა არ გააჩნი“, როცა მხარს არ უჭერს საპენსიო რეფორმას.

ოპოზიცია უპირატესობას ანიჭებს მემარცხენეებთან და ექსტრემისტებთან დაახლოებას, რომლებიც მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ სხდომები ჩაშალონ. საოცარია, რომ დღეს ბევრი მწვანე და რესპუბლიკელები ეჭვის ქვეშ აყენებენ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას და არ ფიქრობენ იმას, თუ რამდენად ლეგიტიმურია პროფკავშირთა საქმიანობა, რომელთა რაოდენობა წლიდან-წლამდე მცირდება და რომლებსაც ელემენტარული წერიგის დამყარება არ შეუძლიათ. ისინი მხოლოდ „არას“ ამბობენ ნებისმიერ რეფორმაზე.

საფრანგეთის პოლიტიკური ელიტა საკუთარი თვითლიკვიდაციით არის დაკავებული. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, საპროტესტო აქციები არა მარტო საფრანგეთს დაასუსტებს, არამედ მთლიანობაში - ევროპასაც. ანუ ვლადიმერ პუტინს შეუძლია მოხარული იყოს.

წყარო: https://www.welt.de/debatte/kommentare/article244412420/Frankreichs-politische- politische-Elite-zerlegt-das-Land.htmld.html

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way