USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«Die Welt» (გერმანია): „ბნელი პერსპექტივა კიევისათვის“
Date:  

როგორც გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული (სათაური „ბნელი პერსპექტივა კიევისათვის“, ავტორი - ქრისტოფ შილცი), რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ვერცერთი მხარე  ვერ იმარჯვებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისათვის დიდძალი იარაღის მიწოდების მიუხედავად, შეიძლება პატური სიტუაცია ჩამოყალიბდეს, რაც აიძულბს დასავლეთსა და რუსეთს აღიარონ, რომ ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკების დაწყება პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

პუბლიკაციის ავტორის აზრით, დიდი ალბათობით, უკრაინის მთავრობა სულ სხვაგვარად არის განწყობილი და როგორც ჩანს, ბრძოლის გაგრძელებაზე უარს არ იტყვის, მაგრამ კიევის პოზიცია მაინცდამაინც საყურადღებო არ არის - მთავარია, რას იტყვიან აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, რომელთა დახმარების გარეშე კიევი უძლური იქნებოდა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.

„ფაქტიურად, დაზავება უკრაინის დამარცხების ტოლფასი იქნება. ევროკავშირისა და ნატოს წევრთა უმეტესობა არ დაელოდება იმას, თუ როდის დაამარცხებს უკრაინის არმია რუსეთის არმიას. ისინი უკვე შეურიგდნენ რეალურ სიტუაციას და განყობილნი არიან იმ აზრზე, რომ უკრაინა ამპუტირებული დარჩება. შესაძლოა ეს ძალიან სასტიკად არის ნათქვამი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში ხშირად ხდება ცინიზმის გამოვლინება“, - წერს ქრისტოფ შილცი. „საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორი ფასის გადახდა მოუწევთ კიევს და დასავლეთს დასაზავებლად და მით უმეტეს, სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად“, - ხაზს უსვამს ავტორი და იქვე განმარტავს: „არის იმის ეჭვები, რომ უკრაინა უახლოეს 10-15 წელიწადში ვერც ევროკავშირის და მით უმეტეს, ვერც ნატოს წევრი ვერ გახდება. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვი მოლაპარაკების სხვა ვარიანტზე არ დათანხმდება“.

„ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი უკვე მივიდა ასეთ დასკვნამდე, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. უკრაინას, ნატოში მიღების ნაცვლად, ალბათ უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ, ხოლო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად მისცემენ შეზღუდულ პოლიტიკურ უფლებებს ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს უკრაინისათვის საკმაოდ უღიმღამო პერსპექტივა, შეიძლება ითქვას, ბნელიც კი, ამიტომ დასავლეთმა, თუ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება, მას  რაც შეიძლება მეტი ფინანსური დახმარება უნდა გაუწიოს“, - ასკვნის ავტორი.

წყარო: https://www.welt.de/debatte/kommentare/plus245707604/Ukraine-Ausschlaggebend-ist-wie-hoch-der-Preis-fuer-den-Frieden-sein-wird.html

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way