USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
«Die Welt» (გერმანია): „ბერლინის ბორდელებში დასაქმებული ქალების 50% უკრაინელია“
дата:  599

გერმანული გაზეთი „ველტი“ (Die Welt) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ბერლინის ბორდელებში დასაქმებული ქალების 50% უკრაინელია“ (ავტორი - უმა სოსტმანი), რომელშიც გადმოცემულია რუსეთთან ომსგაქცეული უკრაინელი ლტოლვილი ქალების ბედი - მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ბორდელებშია დაკავებული და თავს სხეულის ვაჭრობით ირჩენს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გერმანიაში მყოფ უკრაინელ ლტოლვილ ქალებს უფლება აქვთ სოციალური დახმარება მიიღონ, მაგრამ ბევრი მათგანი საბოლოო ჯამში ბორდელებში „სამუშაოდ“ მიდის: ბერლინის მსგავსი დაწესებულებების პერსონალის 50%, შეიძლება ითქვას, უკრაინელი ქალბატონებისაგან შედგება. რასაკვირველია, ისინი თავდაპირველად იმედოვნებენ, რომ ბორდელებში მხოლოდ დროებით იქნებიან, მაგრამ „დროებითი“ თანდათან „ხანგრძლივად“  გადაიქცევა ხოლმე.

სოციალური სფეროს მუშაკები, რომლებიც გერმანიის დედაქალაქში მყოფ  მიგრანტთა და ლტოლვილთა უზრუნველყოფით არიან დაკავებულები, ჰყვებიან, თუ როგორ შეიცვალა ბორდელებში მყოფ მოსამსახურეთა ეთნიკური შემადგენლობა:

„ადრე უკრაინელი ქალები პროსტიტუციით ნაკლებად იყვნენ დაკავებულნი. ქალთა უმრავლესობა წინა წლებში ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყო წარმოდგენილი - ბულგარელები, რუმინელები და უნგრელები, ახლა კი მათ უკრაინელებიც დაემატნენ. ისინი უკვე თითქმის ყველგან დომინირებენ: მათი რაოდენობა 50%-ს აღწევს და ხშირად უფრო მეტიცაა. ძალიან ბევრია ახალგაზრდა ქალები - გოგონები, რომლებიც უკრაინიდან ომს გამოექცნენ“, - ამბობს „ველტთან“ საუბარში სოციალური მუშაკი მია.

„როგორც ჩანს, მათ არ იციან თავიანთი უფლებები გერმანიაში. ალბათ, გარკვეული შიში  აქვთ დასაქმების ცენტრის მიერ წამოყენებული პირობების მიმართ და იქ არ მიდიან - ერიდებიან, რომ მათი პროსტიტუციური საქმიანობა ყველასათვის ცნობილი გახდება“, - ამბობს მია.

ლტოლვილებს არ ჰყოფნით საცხოვრებელი ფართობი, ეცოტავებათ სოციალურად გარანტირებული თანხა და ამიტომ ზოგიერთები თავშესაფრებში ცხოვრებასთან შედარებით უპირატესობას ბორდელებში მუშაობასა და იქ დღედაღამ ყოფნას ანიჭებენ.

არცთუ იშვიათად ქალებს სექსით დაკავებას მამაკაცები აიძულებენ, რომლებიც მათ უფასო საცხოვრებელს პირდებიან და ამ მიზნით ბორდელებში სამუშაოდ მიჰყავთ. ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა გერმანული პრესა, რომ უსახლკაროდ და უფულოდ დარჩენილ უკრაინელ ლტოლვილ გოგონებს ჩეხი სუტენერები „მფარველობენ“ და პროსტიტუციაში ითრევენ.

გარდა ამისა, არის ცნობები, რომ უშუალოდ უკრაინაშიც მუშაობენ ქალების ე.წ. „დამქირავებლები“, რომლებიც ახალგაზრდა ქალებს ჯერ კარგ პირობებს პირდებიან, ხოლო შემდეგ, როცა ისინი გერმანიაში ჩადიან, იქ უკვე ბორდელებში მიჰყავთ სამუშაოდ.

წყარო: https://www.welt.de/politik/deutschland/plus253481548/Prostitution-in-Berlin-In-den-Bordellen-sind-es-mittlerweile-etwa-50-Prozent-Ukrainerinnen.html?icid=search.product.onsitesearch

 

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати