USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
«Die Welt»: „დრამა პენალტების სერიით: საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში“
Date:  670

დასავლური პრესა ფართოდ აშუქებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში - განსაკუთრებით ბევრია მასალები გერმანულ მასმედიაში, რომლებშიც არაერთგვაროვნად არის შეფასებული ქართველი ფეხბურთელების თამაში.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციებიდან:

„დრამა პენალტების სერიით: საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში“ - ამ სათაურით არის გაზეთ „დი ველტის“ (Die Welt) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალა, რომელშიც საკმაოდ კრიტიკულად არის შეფასებული ქართველი ფეხბურთელების თამაში: „თბილისში უკიდურესად სუსტი მატჩი ჩატარდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

და მაინც, კრიტიკის მიუხედავად, სტატიის ფინალური ნაწილი ქვესათაურით - „იზეიმეთ ისე, როგორც არასდროს“ - ოპტიმისტურია: „პენალტების სერიაში თავი გამოიჩინეს სტუმრებმა ანასტასიოს ბაკასეტასმა და გიორგიოს იაკუმაკისმა. მასპინძლებიდან გოლი გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ და ნიკა კვეკვესკირმა. და როცა ნიკამ გადამწყვეტი პენალტის რეალიზება კარის მარცხენა კუთხეში მოახდინა, აღფრთოვანებულმა მაყურებლებმა სტადიონზე ყველა ბარიერი გადალახეს და სათამაშო მოედანზე გავიდნენ. სიხარულით აღსავსე მოთამაშეები, მაყურებლები და მწრთვნელები ყველა ერთმანეთს ეხვეოდნენ და ქართული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში უდიდეს წარმატებას ულოცავდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „იქს-ქსელში“ მოზეიმე ადამიანების ფოტოები გამოაქვეყნა წარწერებით „ეს სურათები ლუვრში უნდა ჩამოიკიდოს“ და „გამოდით და ყველამ ისე იზეიმეთ, როგორც არასდროს“

წყარო: https://www.welt.de/sport/fussball/article250762362/Fussall-EM-2024-Georgien-qualifiziert-sich-erstmals-fuer-Europameisterschaft.html

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way