USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«Die Zeit» (გერმანია): „ევროპა მზად არ არის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისათვის, რომელსაც ევროპულ ეკონომიკაში კრიზისის გამოწვევა შეუძლია“
თარიღი:  

გერმანულ გაზეთ „დი ცაიტში“ (Die Zeit) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ევროპა მზად არ არის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისათვის, რომელსაც ევროპულ ეკონომიკაში კრიზისის გამოწვევა შეუძლია“ (ავტორები - სებასტიან კვანტი და სანდერ ტორდუარი).

ევროკავშირს ამჟამად ბევრი პრობლემა აქვს - ავიღოთ თუნდაც მიგრაცია, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა... ჰორიზონტზე ახალი მუქარა მოჩანს. დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროპას მნიშვნელოვან  პრობლემას უმზადებს. ევროპამ ახლავე ამოქმედდეს ამერიკიდან მომდინარე მუქარა-საფრთხების გასაუვნებლად, მაგრამ ერთიანი მტკიცე ხელმძღვანელობის არარსებობა ხელს უშლის გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას და ზრდის მოწყვლადობის ფაქტორს.

გამოკითხვების შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვნად უსწრებს ჯო ბაიდენს, რაც ევროკავშირის ეკონომიკისთვის უბედურების მაუწყებელ ნიშანს წარმოადგენს.  საქმე იმაშია, რომ ბოლო ათწლეულებში ევროპის ლოკომოტივის - გერმანიის ეკონომიკის ზრდა ეყრდნობოდა ჩინეთისა და რუსეთის ბაზრის მოთხოვნებს და რუსულ იაფ ენერგოშემცველებს, მაგრამ ახლა თვითონ ჩინეთი ექსპორტირებს ევროპაში და სხვა ქვეყნებში ელექტრომობილებს, მას არარ ჭირდება გერმანული ავტომობილები... ბერლინს იაფი რუსული გაზიც აღარ აქვს და ამ დროს კიდევ დამატებით დონალდ ტრამპის პრობლემა, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროკავშირის (ანუ გერმანიის ეკონომიკას) სანქციებით და ემბარგოთი ემუქრება...

ესე იგი, გერმანიამ, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, ისეთი თავდაცვითი“ მეთოდები უნდა შეიმუშაოს, ისეთი ინსტრუმენტები უნდა შექმნას, რომ კარგად მოემზადოს ახალი რთული ეპოქისათვის.

დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულმა მწვავე კრიტიკამ ევროპული ეკონომიკის მიმართ (რატომ აქვს ევროპას დადებითი სალდო ამერიკასთან ვაჭრობაში?) შეიძლება სავაჭრო შეზღუდვები გამოიწვიოს ვაშინგტონის მხრიდან. შესაბამისად, ევროპულ პროდუქციაზე მოთხოვნა დაეცემა. გარდა ამისა, როგორც დონალდ ტრამპის განცხადებებიდან ჩანს, მას განზრახული აქვს აშშ-ის სამხედრო ვალდებულების შემცირება და საერთოდ, გაუქმებაც კი ევროპის მიმართ.

ამასთან დაკავშირებით, ჩნდება ბევრი კითხვა, მათ შორის მტავარი - შეინარჩუნებს თუ არა აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია (მთავრობა) თავის მონაწილეობას საერთაშორისო ალიანსებში და ვალდებულებებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების თანახმად? ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში უეჭველია, რომ მსოფლიო წესრიგი განპირობებული და განსაზღვრული იქნება სამი მსხვილი სუბიექტის - ამერიკის, ევროკავშირისა და ჩინეთის მოქმედებით.

მაგრამ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავარაუდო უთანხმოება ტაივანის გამო ან ასევე სავარაუდო და მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციები ევროკავშირის მიმართ ითხოვს იმას, რომ ბრიუსელს მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რათა პერსპექტიულ პრობლემებს შედარებით იოლად გაუმკლავდეს. კონკრეტულად გერმანიამ კი უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს ამერიკასთან და ჩინეთთან.

საფრთხის ფასი ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანი რისკი იმალება ჩინეთში გერმანულ ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში. კიდევ ერთი საფრთხე იმით გამოიხატება, რომ კრიტიკულად აუცილებელი ევროპული ტექნოლოგიები, კომპანიები და სხვა ინფრასტრუქტურა შეიძლება უცხოუური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმ საკითხს, რომ ევროპა საკვანძო მასალების იმპორტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მათ შორის „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლის პერიოდში

ახლა, როცა დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, არსებობს იმის შეგრძნება, რომ ევროპა შეიძლება გეოეკონომიკურ კრიზისში მოექცეს. აუცილებელია სწრაფი ადექვატური მოქმედება, მაგრამ ამ ნაბიჯის განხორციელებისათვის ხელის შემშლელია ის, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ერთ ხელში არაა კონცენტრირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში ყოველი გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის დაცვით ხდება, ბრიუსელის ნაბიჯები დაყოვნებული და არათანმიმდევრულია. შედეგი: ევროკავშირი ჩინეთისა და აშშ-ის მხრიდან ზეწოლისათვის ძალიან მოწყვლადი ხდება.

წყარო: https://www.zeit.de/wirtschaft/2024-01/donald-trump-wirtschaftspolitik-europa-derisking

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.