USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«Die Tageszeitung» (გერმანია): „აგენტების კანონს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს: საქმე დროში მოგებას ეხება“
Date:  866

„საქართველოში დავა ე.წ. „უცხოური აგენტის რუსული კანონის“ შესახებ მომდევნო რაუნდში გადადის, ამჯერად იურიდიულ სიბრტყეში: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საპარლამენტო ოპოზიციამ განაცხადა, რომ კანონის დემოკრატიულობის ირგვლივ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება გადატანილი. უკვე წინასწარ გამოცხადებულია, რომ კანონის დებულებები კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Die Tageszeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აგენტების კანონს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს: საქმე დროში მოგებას ეხება“ (ავტორი - ბარბარა ერტელი).

„საქართველოს კონსტიტუციას 78-ე მუხლი 2017 წელს დაემატა და მისი მიზანს სამხრეთკავკასიური ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს: საკონსტიტუციო ორგანოებმა ყველა ღონე უნდა გამოიყენონ საქართველოს ინტეგრაციისათვის ნატოში და ევროკავშირში. აქვე შევნიშნავთ, რომ თვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიიღო“’, - წერს ავტორი. იგი ესაუბრება პარლამენტის ოპოზიციურ დეპუტატს თამარ კორძაძეს, რომლის თქმით, „კარგია, რომ პრეზიდენტი ამ პროცესის ინიციატორად გამოდის. აუცილებელია, რომ კანონის ყველა დებულება საფუძვლიანად იქნას განხილული. ეს ისეთი სამართლებრივი აქტია, რომელიც ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრების უფლებას არ გვიტოვებს“.

რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგეგმილი აქვთ იმავე სარჩელით მიმართონ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსაც.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ (ან უფრო მოკლედ - „უცხოური აგენტობის“) შესახებ კანონმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მრელვარება გამოიწვია, მაგრამ მოსახლეობის საპროტესტო აქციებისა და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს მიუხედავად, პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო. ამის პასუხად ევროკავშირმა, რომელიც კანონს არადემოკრატიულად თვლის, საქართველოს ფინანსური დახმარება შეუმცირა.

ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების მიერ გავრცელებულ მასალათა თანახმად, საქრთველოს სამთავრობო დაწესებულებებმა ბრიუსელისაგან 2019-2024 წლებში 517 მილიონი ევრო მიიღეს, რაც 11-ჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც მიეწოდა სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს) - 46,1 მილიონ ევროს.

„კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში გამიზნულია იმისათვის, რომ ის ძალაში არ შევიდეს, ამოქმედება გაჭიანურდეს და დრო იქნას მოგებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

  წყარო: https://taz.de/NGOs-in-Georgien/!6023558/

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way