USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
«Die Tagespost» (გერმანია): „მხოლოდ ნატო იცავს ქვეყნებს ტირანებისაგან: საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები უნდა გახდნენ“
Date:  479

გერმანული გაზეთი „ტაგესპოსტი“ (Die Tagespost) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მხოლოდ ნატო იცავს ქვეყნებს ტირანებისაგან: საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები უნდა გახდნენ“ (ავტორი - სტეფან ბაიერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

დიპლომატები დიპლომატიურად უნდა მოქმედებდნენ. კერძოდ, მათი უმაღლესი პერსონალი, ანუ ელჩები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში და იმ სახელმწიფოებში, სადაც ისინი იმყოფებიან, თავიანთი ქვეყნის მთავრობების პოზიციას უნდა წარმოადგენდნენ და არა საკუთარ, კერძო პოზიციას. ეს დებულება ყველასათვის ერთია და განსაკუთრებით ისეთი იერარქიულად მკაცრი სტრუქტურის მქონე დიქტატორული ქვეყნისათვის, როგორიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, სადაც პოლიტიკურ საკითხების მიმართ ორიგინალური პირადი აზრის გამოხატვა პრინციპულად დაუშვებელია.

ამიტომაც, როცა ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შეამ ეჭვქვეშ დააყენა ყველა იმ ქვეყნის სუვერენიტეტი, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილებს წარმოადგენდნენ - არა მარტო უკრაინის, არამედ სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საკითხიც, ყველამ სამართლიანი აღშფოთება გამოხატა. განსაკუთრებით ბალტიისპირა სამმა სახელმწიფომ, რომლებიც საკუთარი ნების წინააღმდეგ, მრავალი ათწლეულის განმავლობაში შედიოდნენ კომუნისტური სსრკ-ის შემადგენლობაში და რომლებმაც საბჭოურ პერიოდში კრემლის მხრიდან მრავალი მკაცრი რეპრესიები და რუსიფიკაციის მცდელობები გადაიტანეს.

ჰიტლერ-სტალინის პაქტის გახსენება

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვამ დამოუკიდებლობა 1939 წელს დაკარგეს ორი ტირანის - იოსებ სტალინისა და ადოლფ ჰიტლერის გარიგების შედეგად. მათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიები ერთმანეტში გაიყვეს. ვინ უნდა დაიცვას ისინი დღეს, როცა ორი ტირანი - ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მოლაპარაკებას აწარმოებენ, ბალტიისპირელების [და აღმოსავლეთევროპელების] მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად?

ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი ასეთია: ნატომ. შესაძლოა ეს არ მოსწონს ზოგიერთებს, მაგრამ ისეთ საერთაშორისო სიტუაციაში, როცა ორი ბირთვული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს, ნატო იმ ერთადერთ ძალად ითვლება, რომელსაც პატარა და სუსტი სახელმწიფოების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა შეუძლია. მართალია, თეორიულად სამხედრო დახმარების გაწევის უფლება ევროკავშირსაც აქვს (რომლის წევრები ბალტიისპირეთის სამი ქვეყანაა), მაგრამ ნატოსაგან განსხვავებით, ევროკავშირს ამ ფუნქციის შესასრულებლად სპეციალური რესურსები გათვალისწინებული არ აქვს და არც შესაბამისი სტრატეგია არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით.

კიევის და თბილისს ნატოს წევრობის უფლება აქვთ

და რადგანაც ევროკავშირი ვერ შეძლებს ამ ფუნქციის შესრულებას, რჩება მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელსაც შეუძლია პატარა ქვეყნების თავისუფლების ეფექტურად დაცვა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორმხრივი სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებითაც, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით უკრაინის მაგალითზე, თუ როგორ ასრულებს ვლადიმერ პუტინი მსგავსი ხელშეკრულებების პირობებს. ანუ მსგავსი დოკუმენტები საკმარისი დონის დაცვას ვერ უზრუნველყოფს

ამიტომაც ნატომ დაკარგული დრო უნდა აინაზღაუროს, შეცდომები უნდა გამოასწოროს, რასაც ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა: ალიანსმა თავის რიგებში საქართველო და უკრაინა უნდა მიიღოს, კიევს და თბილისს ნატოში გაწევრიანების ნება უნდა დართოს. ადრე ალიანსი ამ ორი სახელმწიფოს წევრად მიღებაზე თავს იკავებდა - თითქოსდა მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ ნატოს ასეთ მიდგომას კრემლი თავის სასარგებლოდ იყენებდა და მეზობლებს თავს ესხმოდა. მოკლედ, ნატომ შეცდომა სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს.

წყარო: https://www.die-tagespost.de/politik/nur-die-nato-schuetzt-vor-tyrannen-art-237467

 

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way