USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
"Liberation" (საფრანგეთი): „პრეზიდენტობიდან ოპოზიციონერამდე: დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი „მძიმე მდგომარეობაშია“
Date:  463

ფრანგულ გაზეთ „ლიბერასიონში“ (Liberation) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრეზიდენტობიდან ოპოზიციონერამდე: დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი „მძიმე მდგომარეობაშია“ (ავტორი - სალომე ქურდული).

პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.

„ექს-პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა“

გადმოცემულია ექს-პრეზიდენტის მკურნალი ექიმის“ თამარ დავარაშვილის განცხადება პაციენტის „მძიმე მდგომარეობის“ შესახებ, შემდეგ ავტორი ფრანგ მკითხველს აცნობს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოებში ყოფნის ისტორიას - შიმშილობებს პატიმრობიდან გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით, უცხოელ ექიმთა დასკვნებს „მისი მოწამვლის“ თაობაზე, წონაში მკვეთრად დაკლებას, დასუსტებას და „ოდესღაც შავთმიანი პრეზიდენტის ნაადრევად გაჭაღარავებას“.

„55 წლის მიხეილ სააკაშვილს რთული წარსული აქვს, მაგრამ იგი დღემდე ცნობილია თავისი ავტორიტეტით კავკასიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელსაც 2004 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა“.

„ვარდების რევოლუციის გმირი“

ავტორი აღწერს ქარიზმატული და პროდასავლური ლიდერის პოლიტკურ ბიოგრაფიას - საზღვარგარეთ (საფრანგეთში და აშშ-ში) სწავლის პერიოდს და საქართველოში დაბრუნებას: იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დახმარებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ჩაება და კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, გახდა ოპოზიციონერი, ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია, იყო თბილისის მერი, გამოვიდა პრეზიდენტის კორუმპირებული გარემოცვის წინააღმდეგ, მონაწილეობდა არჩევნებში, რომელიც ხელისუფლებამ გააყალბა და რომლის შედეგად მოსახლეობის ფართო ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქციები დაიწყო. „ეს მოვლენა საქართველოს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა, მას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, იგი პრეზიდენტად აირჩიეს, ებრძოდა კორუფციას, ცდილობდა ქვეყნის რუსეთის ორბიტისაგან ჩამოშორებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. „სეიძლება იტქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოპულარულიც არის და იმავდროულად წინააღმდეგობრივი პიროვნებაც: იგი ცნობილია თავისი ავტორიტარული მართვის მეთოდებით, მასმედიაზე ზეწოლით და ოპოზიციური აზრის ჩახშობით“.

„განდევნილი და მოქალაქეობის არმქონე პირი“

2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომი მოხდა, რაც საქართველოსთვის მისის ორი პროვინციის დაკარგვით დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, რომელიც ომის უმძიმესი შედეგებით დაიჩრდილა, მმართველობის ბოლო წლებში კიდევ უფრო შეილახა და მოსახლეობაში ნდობა დაკარგა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ცნობილი გახდა ქართულ საპყრობილეებში ადამიანთა წამების ფაქტები, რომელმაც საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია. ამ გარემოებამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ავტორიტეტის საბოლოო დისკრედიტაცია მოახდინა: არჩევნებში ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო თავისი უფლებამოსილების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, 2013 წლის ოქტომბერში. 2014 წელს მას თავისი მეგობრის - უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გვერდით ვხედავთ, რომელმაც ქართველი პოლიტიკოსი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ამით მიხეილ სააკაშვილმა „მეორე სუნთქვა“ მიიღო, გამოაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლას იწყებდა, თუმცა ადგილობრივმა  უკრაინულმა ელიტამ იგი არ მიიღო. მიხეილ სააკაშვილი [გადადგა] და თავის ყოფილ მეგობარ პეტრო პოროშენკოსაც შეუტია, რომელმაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამასობაში კი საქართველოში ექს-პრეზიდენტის დაუსწრებლად სასამართლო პროცესები გაიმართა, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, რომ იგი პრეზიდენტობის პერიოდში კანონს არღვევდა და ბოროტად სარგებლობდა სახელისუფლო უფლებამოსილებით... სამშობლოში რვა წლის არყოფნის შემდეგ იგი საქართველოში ჩუმად დაბრუნდა, არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების იმედით, მაგრამ იგი დააკავეს და პარტიამაც არჩევნები წააგო. მართალია, ოპოზიციამ მისი გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

„აშკარა პოლიტიკური შურისძიება“

გასული წლის ოქტომბერში თბილისში 50 ათასიანი მიტინგი გაიმართა ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. იმავე თვეში ევროპის საბჭომ მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკურ პატიმრად“ ჩათვალა, იგივე განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ Amnesty International-მაც და მის დაპატიმრებას „აშკარა პოლიტიკური შურისძიება“ უწოდა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დასავლელი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის დეპუტატები პერმანენტულად მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მის წაყვანას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით. საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პაციენტს სამშობლოშიც ჯეროვნად მკურნალობენ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის ბედის გადაწყვეტა - დარჩეს პატიმრად თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდეს - მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.

წყარო: https://www.liberation.fr/international/mikheil-saakachvili-de-president-georgien-a-opposant-emprisonne-en-etat-grave-20230222_IQKPWMVVQVF33BIGLPCCYG74GA/

მოამზადა სიმონ კილაძემ

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way