USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
იაპონურმა კომპანიამ „შიონოგიმ“ (Shionogi & Co) კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აბების ადამიანებზე გამოცდა დაიწყო
Date:  999

იაპონურმა კომპანია „შიონოგიმ“ (Shionogi & Co) კორონავიურის საწინააღმდეგო აბების ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal-ი წერს.

„შიონოგის“ აღმასრულებელი დირექტორის, ისაო ტეშიროგის თქმით, აბებმა, რომელიც დღეში ერთხელ უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა, თეორიულად, ვირუსი 5 დღეში უნდა გაანეიტრალოს. პრეპარატი თრგუნავს ფერმენტ პროტეაზის აქტივობას, რომლის საშუალებითაც ვირუსი ადამიანის უჯრედების შიგნით საკუთარ ასლებს ქმნის.

მისივე თქმით, კომპანია გეგმავს, იაპონიაში კლინიკურ გამოცდაში 50-იდან 100-მდე ჯანმრთელი ადამიანი ჩართოს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს, ცოტა მოგვიანებით კომპანია პრეპარატის გამოცდის პლაცებოკონტროლირებად ფაზას დაიწყებს.

Wall Street Journal-ის თანახმად, გამოცდა, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე გაგრძელდება.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებზე უკვე მუშაობენ კომპანია „ფაიზერი“ და კომპანია „მერკი“.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული წამალი შექმნეს COVID-19-ის წინააღმდეგ, რომლის ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ფაზა იწყება.  

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way