USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკის აქციონერი გახდა
дата:  1178

იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. აღნიშნულ გარიგებაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და მიზნად ისახავს გააძლიეროს კრედო ბანკის ინიციატივა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების მიწოდების გზით, მხარი დაუჭიროს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს.

კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ მიკროსაფინანსო ჰოლდინგი - Access Credo GmbH გერმანიიდან, საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც მართავს Triodos Investment Management BV ნიდერლანდებიდან და განვითარების საფინანსო ინსტიტუტი - Proparco (Groupe Agence Française de Développement) საფრანგეთიდან.

“მივესალმები Gojo & Company, Inc.-ს, როგორც ჩვენს ახალ აქციონერს. მათი ჩართულობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კრედო ბანკის პოზიციონირებასა და ჩვენს მთავარ მიზანს, მივაწოდოთ მდგრადი ფინანსური სერვისები მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებზე განსაკუთრებული აქცენტით. აღნიშნული ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი აქციონერების ნდობას ბანკისადმი და მის პოტენციალს, როგორც საფუძველს მომავალი ზრდისთვის. ამავდროულად, წაახალისებს ფინანსური ჩართულობის ამაღლებას, პოზიტიურ გარემოსდაცვით გავლენას და ეკონომიკის ხელშეწყობას ქვეყანაში”- განაცხადა კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

Gojo & Company, Inc.-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ტაეჯუნ შინმა აღნიშნა: “მოხარულნი ვართ კრედო ბანკთან თანამშრომლობით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო მისია - ფინანსური ჩართულობის ამაღლება მსოფლიოში. კრედო ბანკი საქართველოს რეგიონებში გამორჩეულ როლს ასრულებს ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის შექმნაში, ჩვენ კი მოუთმენლად ველით მხარი დავუჭიროთ მის მუდმივ ზრდასა და განვითარებას.”

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „საქართველოს საბანკო სივრცეში მსგავსი წილობრივი მოცულობის იაპონური ინვესტიციის პრეცედენტი არ გვქონია. ყოველივე ეს მიუთითებს ქართული საბანკო სისტემის მიმართ არსებულ მაღალ ნდობასა და მდგრადობაზე. საერთაშორისო ინვესტორების ქვეყანაში შემოსვლა დადებითად აისახება საინვესტიციო კლიმატზეც, მათ შორის - ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიკაციას, საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობას ჩვენი მოსახლეობისათვის და კონკურენციის ზრდას. ჩვენი საფინანსო სექტორი საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს, ემსახურება ეკონომიკას და ამაზე ეს ინვესტიციაც მეტყველებს.”

Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიისა და აფრიკის 13 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Gojo ჯგუფი 10 ათასზე მეტი თანამშრომლით ემსახურება 2.4 მილიონზე მეტ კლიენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 94 სერვისცენტრით, 480,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати