USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
იაპონური გამოცემა Transit Magazine საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს
თარიღი:  1541

„აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე“- ამ სახელწოდებით იაპონური სამოგზაურო ჟურნალი Transit Magazine საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოგზაურმა ჟურნალისტმა მიკიტო მორიკავამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მიკიტო მორიკავამ იაპონელ მკითხველს ძველი თბილისი, დედაქალაქის ცხოვრების რიტმი, კულტურა, კვების ობიექტები, ღვინის მარნები და მუზეუმები გააცნო.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს და მის დედაქალაქს გაზაფხულზე ვეწვიე. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა კულტურის კომბინაციას, ეს არის კულტურული სამყარო გამორჩეული მოდითა და ღამის კლუბებით. თბილისი მიმზიდველია ნატურალური ღვინითა და კერძებით. აქ ერთ-ერთ რესტორანში ქართული სამზარეულოს შარმი შევიგრძენი“,- წერს მიკიტო მორიკავა.

ამასთან, Transit Magazine-ის მოგზაური ჟურნალისტი მკითხველს ქართველ მეღვინეებს აცნობს და ინფორმაციას აწვდის ღვინისა და კერძების ფესტივალის შესახებ, რომელიც თბილისში ტარდება.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის